ბეჭდვა |/ დახურვა
 
2017-03-08

ბაკალავრიატის სტუდენტთა საყურადღებოდ!


  ფაკულტეტმა დაარედაქტირა სასემინარო ნაკადები. მიაქციეთ ყურადღება, რომ სტუდენტების რაოდენობის ცვალებადობის გამო, ზოგ შემთხვევაში საჭირო გახდა სასემინარო ნაკადის დამატება. განახლებული ცხრილი იხილეთ ფაკულტეტის ვებ. გვერდზე.

  ამ ეტაპზე ბაზა გათიშულია. ბაზა გაიხსნება და  სემინარების არჩევა  შესაძლებელი იქნება  9 მარტს 17:00 საათიდან.
იმ სტუდენტებს, ვისაც ჰქონდა მოწერილი საგნის გაუმჯობესებაზე და საგანი არ ჩაუჯდა სწორად (ჩაუჯდა არაზუსტი სემესტრი, ან არ ჩაუჯდა პედაგოგი), აღნიშნული ხარვეზის გამოსასწორებლად გთხოვთ მოგვწეროთ სმს.თსუ-დან. თუკი ამ მიზეზით თქვენ ვერ აირჩიეთ სემინარის ხელმძღვანელი, ფაკულტეტი დაგეხმარებათ სასურველი სემინარის ხელმძღვანელის არჩევაში.

  ბაზაში ყველა საგნის სემინარი გაიხსნება ერთდროულად. ამასთან გაცნობებთ, რომ სემინარების გახსნისას შესაძლოა დაემატოს ადგილები ზოგიერთ სავალდებულო საგნებს (სასემინარო ნაკადების გასაწონასწორებლად), ამდენად, ასეთ შემთხვევებში შესაძლებელი იქნება მათზე რეგისტრაციაც.
იურიდიულმა ფაკულტეტმა სემინარებთან ერთად განათავსა ვებ. გვერდზე უცხო ენათა ცენტრის მიერ მოწოდებული უცხო ენათა ცხრილი. 9 მარტის 17 საათზე სემინარებთან ერთად გააქტიურდება ასევე უცხო ენები და შეძლებთ რეგისტრაციას. უცხო ენათა ჯგუფების შესაცვლელად უნდა მიმართოთ უცხო ენათა ცენტრს, მე-5 აკადემიური კორპუსი.

  შიდა მობილობის სტუდენტთა ინტერესის გათვალისწინებით მიმდინარე სემესტრში ინგლისურ 2 და 4 თან ერთად შეთავაზებული იქნება ასევე ინგლისური 1 და ინგლისური 3 (თითო ჯგუფი). მიაქციეთ ყურადღება, რომ უცხო ენებს ირჩევთ ბაზიდან, სადაც ასახულია მხოლოდ 2 საათი. უცხო ენები ისწავლება კვირაში 4 საათი. სრული ცხრილი იხილეთ  ფაკულტეტის ვებ გვერდზე ან მე-5 აკადემიურ კორპუსში საინფორმაციო დაფაზე. უცხო ენებზე რეგისტრაციის საკითხთან დაკავშირებით პრობლემების არსებობისას უნდა მიმართოთ ენათა ცენტრს, მე-5 აკადემიური კორპუსი.

  მიაქციეთ ყურადღება, რომ ბაზაში ასახულია 2 საათი ასევე დისციპლინებში სისხლის სამართლის ზოგადი ნაწილი, სისხლის სამართლის კერძო 2, სისხლის სამართლის პროცესი და სამართლებრივი ინგლისური (1 და 2). ამ დისციპლინებზეც საკონტაქტო საათების რაოდენობა არის 4 საათი კვირაში (აღნიშნულის თაობაზე ასევე გეცნობათ სმს შეტყობინებით). სრული ცხრილი შეგიძლიათ იხილოთ ფაკულტეტის ვებ გვერდზე.

  მიაქციეთ ყურადღება, რომ ცხრილი ისეა შედგენილი, რომ სტანდარტული ცხრილით პროგრამაში ჩართულ სტუდენტებს  სავალდებულო საგნების ლექციები არ ემთხვევათ იმავე სემესტრის სხვა სავალდებულო საგნებთან ან სემინარებთან. არასტანდარტული ცხრილით პროგრამაში ჩართული ან აკადემიური დავალიანების მქონე სტუდენტებისათვის დამთხვევების რისკი მეტია, მაგრამ, გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ, მიმდინარე სემესტრში იურიდიული ფაკულტეტის მიერ შეთავაზებულია 120 (სავალდებულო/არჩევითი) დისციპლინა და დამთხვევების გამორიცხვა ობიექტურად შეუძლებელია.

  არჩევითი საგნის სავალდებულო დისციპლინასთან დამთხვევის შემთხვევაში შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ სხვა არჩევით დისციპლინაზე, ძალიან ბევრ არჩევით დისციპლინაზე არის რეგისტრაციის შესაძლებლობა.
იურიდიული ფაკულტეტის ადმინისტრაცია იმედოვნებს, რომ იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტები შეძლებენ სწორად დაგეგმონ თავიანთი სასემინარო განრიგი და თავიდან აიცილონ ლექცია/სემინარების დროის დამთხვევის ცალკეული შემთხვევები ან მოაგვარონ ეს პრობლემები საკუთარი ძალებით (სასემინარო ნაკადის შეცვლის ან სხვა გზით).

  თუკი თქვენ გაქვთ სემინარის დამთხვევა  ლექციის/სხვა სემინარის დროზე, იმ შემთხვევაში, თუკი სემინარის პროფესორს აქვს სხვა სასემინარო ნაკადი, მასთან შეთანხმებით, შესაძლებელია სემინარზე დასწრება მის სხვა ნაკადში, რეგისტრაციის შეცვლის გარეშე. ამასთან ერთად, თუკი სტუდენტი ასეთი დამთხვევის მიზეზით მიმართავს პროფესორს, ხოლო შემდეგ დადასტურდება, რომ ადგილი ჰქონდა სტუდენტის მხრიდან არაკეთილსინდისიერ ქცევას (დამთხვევას ადგილი არ ჰქონია, მაგრამ სტუდენტმა მიმართა პროფესორს ამ თხოვნით) აღნიშნული განიხილება სტუდენტის მხრიდან  არაეთიკურ საქციელად და შესაძლებელია გახდეს ფაკულტეტის საბჭოს მსჯელობის საგანი.
სტუდენტისათვის გამოუსწორებელი დამთხვევების შემთხვევაში გთხოვთ, მოგვმართოთ sms.tsu.ge-დან, ,,აკადემიურ რეგისტრაციებთან დაკავშირებული პრობლემები“ (ან იურიდიული ფაკულტეტის კანცელარიით შემოსული წერილით, სადაც აღწერილი იქნება თქვენი პრობლემა და მისი მოგვარების თქვენთვის სასურველი შესაძლო გზები). ყველა განცხადება განიხილება 12 მარტის ჩათვლით და შეძლებისდაგვარად გათვალისწინებული იქნება თქვენი თხოვნა.
სემინარები დაიწყება 13 მარტიდან.

  ბაზები საბოლოოდ დაიხურება 14 მარტის დღის 12 საათზე.
შუალედური გამოცდები გაზაფხულის სემესტრში ჩატარდება მე-8 და მე-13 კვირას (24-30 აპრილისა და 29 მაისი - 4 ივნისის კვირებში).
იურიდიული ფაკულტეტი გისურვებთ სასურველი ინდივიდუალური ცხრილის შედგენას!

Print

« იხ. ყველა სიახლე