ბეჭდვა |/ დახურვა
 
2015-08-11

შიდა მობილობით იურიდიულ ფაკულტეტზე გადმომსვლელ სტუდენტთა საყურადღებოდ!

იურიდიული ფაკულტეტი 2015 წლის აგვისტოში აცხადებს   შიდა მობილობას, თსუ–ის რექტორის   03.06.2015 წლის N 81/01-01     ბრძანების თანახმად:

1. საგანმანათლებლო ერთეულის მიერ შიდა მობილობის წესით   ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამების ვაკანტური ადგილების ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის ვადა განისაზღვრა 201 5 წლის 17 აგვისტოდან   19 აგვისტოს ჩათვლით .

2.   შიდა მობილობის წესით საგანმანათლებლო ერთეულის / პროგრამის შეცვლის მსურველთა ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის ვადა განისაზღვრა 2015 წლის 20 აგვისტოდან   26 აგვისტოს ჩათვლით .

3.   შიდა მობილობის შედეგები ელექტრონულ პორტალზე გამოქვეყნდება - 201 5 წლის 2 7 აგვისტოს.

4.   საგანმანათლებლო ერთეულის მიერ სტუდენტებისათვის კრედიტების აღიარება მოხდება 201 5 წლის 31 საგვისტოდან 2 სექტემბრის ჩათვლით.

 

5 . საგანმანათლებლო ერთეულის / პროგრამის შეცვლის მსურველთა მიერ შეთანხმების ( ძირითად ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ) გაფორმება - განხორციელდება 201 5 წლის 3-4  სექტემბერი.

6.   შიდა მობილობის წესით სტუდენტების გადასვლის შესახებ რექტორის ბრძანება გამოიცემა 201 5 წლის 7 სექტემბერს.

 

იხილეთ ბმული

მობილობის მსურველთა ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის პროცედურა
http://sms.tsu.ge/StudMobiloba/

 

 

   იურიდიული ფაკულტეტის საერთაშორისო სამართლის სპეციალობაზე გადმოსვლის მსურველ სტუდენტებს მოეთხოვებათ ინგლისური ენის ცოდნა.

 

  დაუშვებელია ნაწილობრივი (30%,50%, 70%) გრანტის გადატანა იმ საგანმანათლებლო პროგრამაზე, რომელიც სტუდენტის მიერ ნაწილობრივი გრანტის მოპოვების წელს ფინანსდება მხოლოდ სრული (100 %) გრანტით. 2011–2012 წელს ჩარიცხულ სტუდენტებს არ გადმოყვებათ ნაწილობრივი გრანტი.

 

  შიდა მობილობასთან დაკავშირებით, დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ მიმართოთ იურიდიული ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროს სპეციალისტს თეონა გოგნაძეს T-598-32-62-92,  2–29–08–19

teonagognadze@yahoo.com
Print

« იხ. ყველა სიახლე