N11/2013; 05 ნოემბერი, 2013 წ.
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის საბჭოს
გადაწყვეტილება
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანის არჩევნების გამოცხადების შესახებ
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ 21-ე მუხლის პირველი პუნქტისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2013 წლის 28 ოქტომბრის №120/2013 დადგენილების საფუძველზე, საჯარო სამართლის იურიდიული პირის-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის საბჭო აცხადებს:
1.
გამოცხადდეს სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის (შემდგომში - ფაკულტეტის) დეკანის არჩევნები;
2.
ფაკულტეტის დეკანის არჩევნები ჩატარდეს 2013 წლის 20 დეკემბერს, 16.00-19.00 სთ.;
3.
დეკანის თანამდებობის დაკავების მსურველ პირთა განცხადებების მიღება მოხდეს 2013 წლის 9 დეკემბრიდან 2013 წლის 13 დეკემბრის ჩათვლით (10.00-18.00 სთ.), იურიდიული ფაკულტეტის კანცელარიაში. მისამართი: თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. №3, თსუ II კორპუსი, ოთახი N117;
4.
დეკანის თანამდებობის დაკავების მსურველმა პირმა უნდა წარმოადგინოს:
4.1
განცხადება ფაკულტეტის საბჭოს სახელზე. განცხადებაში მითითებული უნდა იყოს დეკანის თანამდებობის დაკავების მსურველი პირის სახელი და გვარი (ვინაობა), საცხოვრებელი მისამართი, საკონტაქტო ტელეფონის ნომერი, ელ. ფოსტის მისამართი, სასურველი თანამდებობის ზუსტი დასახელება;
4.2
განცხადებას თან უნდა ერთვოდეს:
ა) პირადობის მოწმობის ასლი;
ბ) ავტობიოგრაფია (CV);
გ) ორი ფოტოსურათი (3X4);
დ) ფაკულტეტის განვითარების კონცეფცია (არაუმეტეს 5 გვერდი);
ე) ცნობა სამედიცინო ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ;
ვ) ცნობა დაკავებული აკადემიური თანამდებობის შესახებ;
ზ) ორი რეკომენდაცია.
4.3
ფაკულტეტის დეკანის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატი რეგისტრირებულად ჩაითვლება, თუ იგი წინამდებარე განცხადების მე-3 მუხლში დადგენილ ვადაში ფაკულტეტის კანცელარიაში სრულყოფილად წარმოადგენს ამავე განცხადების 4.1 და 4.2 პუნქტებში მითითებულ დოკუმენტაციას;
5. ფაკულტეტის დეკანის თანამდებობის დაკავებასთან დაკავშირებული საარჩევნო პროცედურები წესრიგდება „სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანის თანამდებობის დაკავებასთან დაკავშირებული საარჩევნო პროცედურების დამტკიცების თაობაზე“ სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2013 წლის 28 ოქტომბრის
№120/2013 დადგენილებით