ბეჭდვა |/ დახურვა
 
2014-11-18

სტუდენტთა საყურადღებოდ


  გაცნობებთ, რომ თსუ აკადემიური საბჭოს 2014 წლის 17 მარტის №28/2014 დადგენილებით დამტკიცდა დებულება „სტუდენტთა სამეცნიერო წრის შესახებ“, რომლის მიზანს წარმოადგენს სტუდენტების სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის მხარდაჭერა და განვითარება.
დებულების თანახმად, იურიდიულ ფაკულტეტზე, მიმართულებების მიხედვით, შეიქმნა შემდეგი სამეცნიერო წრეები:
სამართლის ისტორიის მიმართულება (ხელმძღვანელი - სულხან ონიანი sulkhan.oniani@tsu.ge)
კონსტიტუციური სამართლის მიმართულება (ხელმძღვანელი - ნანა ჭიღლაძე nana.chighladze@tsu.ge)
ადმინისტრაციული სამართლის მიმართულება (ხელმძღვანელი - ირმა ხარშილაძე irma.kharshiladze@tsu.ge)
საერთაშორისო სამართლის მიმართულება (ხელმძღვანელი - ირინე ქურდაძე irine.kurdadze@tsu.ge)
კერძო სამართლის მიმართულება (ხელმძღვანელი - გიორგი მახარობლიშვილი giorgi.makharoblishvili@tsu.ge)
სამართლის მეთოდების მიმართულება (ხელმძღვანელი - ლელა ჯანაშვილი lela.janashvili@tsu.ge)
სისხლის სამართლის მიმართულება (ხელმძღვანელი - მაია ივანიძე maia.ivanidze@tsu.ge)
სტუდენტთა სამეცნიერო წრეში გაწევრიანება შეუძლიათ თსუ იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებს.
შესაბამისი მიმართულების სამეცნიერო წრეში გაწევრიანების მსურველები დაუკავშირდით შესაბამისი წრის ხელმძღვანელებს.
ამასთან, დამატებით გაცნობებთ, რომ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სისხლის სამართლის მიმართულებისა და ამავე ფაკულტეტის სტუდენტთა ინიციატივით, 2014 წლის 8 ნოემბერს, დაფუძნდა თინათინ წერეთლის სახელობის საზოგადოება. აღნიშნული საზოგადოების საქმიანობის მთავარი მიზანია სტუდენტთა და სხვა დაინტერესებულ პირთა აქტიური ჩართვა სამეცნიერო და სტუდენტურ საქმიანობაში.
ასევე, მის მიზანს წარმოადგენს:
1. სასწავლო-შემეცნებითი და თემატური ღონისძიებების ორგანიზება და ჩატარება;
2. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თინათინ წერეთლის სახელობის სახელმწიფო და სამართლის ინსტიტუტთან მჭიდრო ურთიერთობა;
3. საზოგადოებასთან დაახლოების მიზნით, სისხლის სამართლის აქტუალურ საკითხებზე კვლევების წარმოება;
4.თანამედროვე სამოქალაქო საზოგადოების ფორმირებაში სხვადასხვა სახით მონაწილეობის მიღება;
5. იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისთვის იმიტირებული სასამართლო პროცესების ორგანიზება და ჩატარება;
6. სასამართლო პრაქტიკის გაცნობის მიზნით, სისხლის სამართლის პროცესებზე დასწრება;
7. საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში არსებული უნივერსიტეტების სტუდენტებთან გაცნობა და დაახლოება (გასვლითი ღონისძიებების ორგანიზება);
8. უფროსკლასელ მოსწავლეთათვის (X, XI, XII კლ.) სისხლის სამართლის ზოგადი პრინციპებისა და ცნებების მარტივ და გასაგებ ენაზე მიწოდება;
9. სხვადასხვა კულტურული ღონისძიების გამართვა და მასში მონაწილეობის მიღება;
10. საქველმოქმედო ღონისძიებების განხორციელება.

თინათინ წერეთლის სახელობის საზოგადოებაში გაწევრიანების მსურველებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ პირადობის მოწმის ასლი და ცნობა სტუდენტის შესახებ, ან დიპლომის ასლი, შემდეგ მისამართზე: ttssazogadoeba@gmail.com

საკონტაქტო პირი: თამარ მახარობლიძე

ტელ.: 593027272

Print

« იხ. ყველა სიახლე