2014-09-09
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებლის 201 4 წლის 9 სექტემბრის № 6 ბრძანებით გამოცხადდა სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარის არჩევნები .
კანდიდატთა რეგისტრაციის ვადა განისაზღვრა 2014 წლის 10 სექტემბრიდან 10 ოქტომბრის ჩათვლით .
დარეგისტრირების მსურველმა საარჩევნო კომისიას უნდა წარუდგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
· განცხადება;
· საინიციატივო ჯგუფის (სადისერტაციოს საბჭოს 3 წევრის)
წარდგინება კანდიდატად დასახელებაზე;
· პირადობის მოწმობის ასლი;
· CV .
სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარის არჩევნების დღედ განსაზღვრულია 2014 წლის 17 ოქტომბერი. (18:00 სთ - დან 20:00 სთ-მდე იურიდიული ფაკულტეტის სისხლის სამართლის მიმართულების ბიბლიოთეკაში (თსუ-ს მე-2 კორპ. მე-2 სართ.)).
საბუთების მიღება იწარმოებს
იურიდიული ფაკულტეტის კანცელარიაში. ოთახი № 117. (თსუ მე-2 კორპ. პირველი სართ.).
« იხ. ყველა სიახლე