პროგრამაზე ჩაბარება შეუძლიათ სამართლის, ჰუმანიტარულ, სოციალურ და პოლიტიკურ, ეკონომიკისა და ბიზნესის მიმართულებების საბაკალავრო პროგრამების კურსდამთავრებულებს.
უცხო ქვენის მოქალაქეები ისევე როგორც საზღვარგარეთ განათლება მიღებული კანდიდატები პროგრამაზე ირიცხებიან მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ჩაბარების წინაპირობაა:
საერთო სამაგისტრო გამოცდაზე მინიმალური კომპეტენციის ზღვარის გადალახვა;
შიდა გამოცდების ჩაბარება რომელიც შემდეგი კომპონენტებისგან შედგება:
გამოცდა ინგლისურ ენაში B2 დონეზე;
გამოცდა სპეციალობაში (მცირე ზომის ესსე მიგრაციის თანამედროვე პრობლემების თქვენეული ანალიზი)
პროგრამის ინტერდისციპლინური ხასიათიდან გამომდინარე საერთო სამაგისტრო გამოცდაზე შესაძლებელია ჩაბარებულ იქნას A, B ან C ტიპის ტესტი.
სწავლის სემესტრული საფასური შეადგენს 1125 ლარს, ჩვენს პროგრამაზე ასევე ვრცელდება საერთო სამაგისტრო გამოცდის ფარგლებში მიღებული გრანტი.
სწავლა მიმდინარეობს ორი წლის განმავლობაში, ჯამში არის 4 სემესტრი. დასკვნით მეოთხე სემესტრში სტუდენტები მუშაობენ სამაგისტრო ნაშრომზე.
საკონტაქტო ინფორმაცია:
nino.parsadanishvili@tsu.ge