ბეჭდვა |/ დახურვა
 
2017-02-28

აკადემიურ რეგისტრაციებთან დაკავშირებით, სტუდენტთა საყურადღებოდ!


აკადემიურ რეგისტრაციებთან დაკავშირებით

სტუდენტთა საყურადღებოდ!


2016-2017 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის ლექციათა განრიგი ფაკულტეტის ოფიციალურ ვებ. გვერდზე განთავსდა მიმდინარე წლის 24 თებერვალს, 17:00 საათზე. ცხრილი თქვენი ინტერესების გათვალისწინებით შეძლებისდაგვარად დაკორექტირდა და გთხოვთ იხ. განახლებული ცხრილი.
აკადემიური რეგისტრაცია იურიდიულ ფაკულტეტზე დაიწყება 1 მარტის 17:00 საათზე. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ აკადემიური რეგისტრაცია არის პროცესი, რომელიც მიმდინარეობს 2017 წლის 1 - ლი მარტიდან 6 მარტის ჩათვლით, ამიტომ თუკი ვერ დარეგისტრირდით პირველივე ჯერზე ყველა სასურველ დისციპლინაზე შეგიძლიათ მოგვწეროთ და თქვენი ინტერესი შეძლებისდაგვარად იქნება გათვალისწინებული. ბაზა ღია იქნება და საგნების არჩევას/გადარჩევას შეძლებთ 14 მარტის 12 საათამდე.
სავალდებულო და არჩევითი საგნები გააქტიურდება და შემდგომ სასწავლო საგნებზე ადგილების დამატება განხორციელდება შემდეგი განრიგით:
1 მარტს ბაზა გაიხსნება და საგნები გააქტიურდება ერთდროულად 17:00 საათზე.

ადგილები დაემატება ანბანური თანმიმდევრობით

1 მარტს - 18:00 - 18:40 საათამდე.
2 მარტს - 15:00 - 15:30 საათამდე;
18:00 – 18:30 საათამდე.

3 მარტს - 15:00 - 15:30 საათამდე; 3 მარტს ადგილების დამატება განხორციელდება მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში. ასეთ შემთხვევაში, აღნიშნულთან დაკავშირებული ინფორმაცია დამატებით დაიდება ფაკულტეტის ოფიციალურ ვებ. გვერდზე.

. სავალდებულო საგნებზე ადგილები დაემატება მოთხოვნის შესაბამისად. არც ერთი სტუდენტი არ დარჩება სავალდებულო საგანზე რეგისტრაციის გარეშე. გახსოვდეთ, რომ არჩევით სასწავლო დისციპლინაზე რეგისტრაცია ბოლონიელ გლოსატორთა პრინციპით ხორციელდება „primo in tempore, potior in iure“ (დროში პირველი, უფლებაში უპირატესი)
თუკი ვერ დარეგისტრირდით რომელიმე სავალდებულო ან არჩევით დისციპლინაზე, გთხოვთ, მოგვწეროთ sms.tsu.ge-დან. ამისათვის გრაფაში ,,წერილის სახე“ მიუთითეთ ,,აკადემიურ რეგისტრაციებთან დაკავშირებული პრობლემები“ და გრაფაში ,,აირჩიეთ საგანი“ მიუთითეთ სასურველი დისციპლინა. აუცილებელია, რომ შეტყობინებაში სასურველი დისციპლინა მითითებული იყოს არა ტექსტური სახით, არამედ მონიშნული იყოს გრაფაში ,,აირჩიეთ საგანი“, რადგან მონაცემთა დამუშავება ხდება ავტომატურად და ტექსტური ფორმით მოწერილი დისციპლინის გათვალისწინება ვერ მოხდება. ფაკულტეტის ადმინისტრაცია აკადემიურ რეგისტრაციებს შორის დროის მონაკვეთში დაამუშავებს აღნიშნულ მონაცემებს და შესაძლებლობის ფარგლებში გაითვალისწინებს სტუდენტთა მოთხოვნას. არაერთ არჩევით დისციპლინაზე სტუდენტთა მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში შესაძლებელი იქნება ახალი ნაკადის დამატება.

  სასწავლო პროცესთან დაკავშირებული საკითხების დასაზუსტებლად შეგიძლიათ მიმართოთ იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტთა მომსახურების ცენტრს (თსუ–ის მეორე აკადემიური კორპუსი, ოთახი N126, სამუშაო დღის განმავლობაში, 09:00–18:00 სთ., შესვენების გარეშე) ან დაგვიკავშირდეთ ტელეფონის ნომრებზე: (032) 2 29 08 19, (032) 2 29 05 96.
ადმინისტრაციული და აკადემიური რეგისტრაციების პროცესში ნებისმიერი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ მიმართოთ სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფის წევრებს. მათი ნახვა შესაძლებელია იურიდიული ფაკულტეტის რესურს–ცენტრში 1 მარტს - 16-18 საათი, 2 მარტს 12-18 საათი.
ამასთან, წინასწარ გპასუხობთ კითხვებზე, რომელიც ალბათ ამ ჯგუფში კიდევ არაერთხელ დაისმევა:
შუალედური გამოცდები გაზაფხულის სემესტრში ჩატარდება მე-8 და მე-13 კვირას,
ანუ 24-30 აპრილისა და 29 მაისი - 4 ივნისის კვირებში.

40 კრედიტის გახსნა - 40 კრედიტი გაეხსნა ყველა სტუდენტს, რომელსაც აკადემიური რეგისტრაციის მომენტისათვის ექნება 200 დან 208 კრედიტის ჩათვლით. თუკი თქვენ გადატანილი გამოცდის ან სხვა მიზეზით არ გიდევთ ფინალური გამოცდის ქულა, რაც აფერხებს 40 კრედიტის გახსნას, sms.tsu.ge -დან ან კანცელარიიდან მომართვის შემთხვევაში ფაკულტეტი დაგეხმარებათ პრობლემის მოგვარებაში. ასევე, თუკი სტუდენტს აქვს 208 კრედიტზე მეტი, მაგრამ ვერ ასრულებს პროგრამას (არ აქვს საკმარისი სპეციალიზაციის საგნები), მას, ინდივიდუალური წესით მომართვის შემთხვევაში შესაძლოა გაეწიოს დახმარება.
საგნის გაუმჯობესება - საგნის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით მომართეთ ფაკულტეტს 5 მარტის ჩათვლით (საგნისა და პროფესორის მითითებით). გთხოვთ ბაზაში დატოვოთ შეუვსებელი შესაბამისი კრედიტები. მონაცემი დამუშავდება და საგნები ჩაგიჯდებათ მიმდინარე წლის 7 მარტამდე.
კრედიტების დათვლის თხოვნით გთხოვთ მოგვმართოთ sms.tsu.ge- დან. ამასთან სასურველია თავადაც გაეცნოთ სამართლის საბაკალავრო პროგრამის მოთხოვნებს.
რეპეტიტორიუმი - არ არის სავალდებულო მიმდინარე წელს. ქართული სამართლის ისტორია არის შემოდგომის სემესტრის საგანი, შესაბამისად ამ სემესტრში შეთავაზებული არ იქნება.
უცხოენოვანი საგნები - უცხოელი პროფესორების მიერ შეთავაზებული უცხოენოვანი საგნები ხსნიან მაგისტრატურაში უცხო ენის გამოცდას. კურსის ფორმატის შესახებ იხ. სილაბუსებში.

ინფორმაცია სწავლის საფასურის ეტაპობრივად გადახდასთან დაკავშირებით
შეგახსენებთ, რომ 2016–2017 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში სწავლის გაგრძელების უფლების მოსაპოვებლად დადგენილ ვადებში უნდა გაიაროთ ადმინისტრაციული და აკადემიური რეგისტრაცია.

•ადმინისტრაციული რეგისტრაციის გასავლელად საჭიროა 28 თებერვლამდე გადაიხადოთ სწავლის სემესტრული საფასური (გარდა 100%-იანი სასწავლო გრანტის მქონე სტუდენტებისა).
•თანხის გადახდა შესაძლებელია ბანკ ,,რესპუბლიკის”, ,,TBC ბანკის“ და ,,ლიბერთი ბანკის” ნებისმიერ ფილიალში ან გადახდის აპარატების (Paybox) მეშვეობით.
•ადმინისტრაციული რეგისტრაცია გავლილად ჩაგეთვლებათ, თუ არ გაქვთ წინა პერიოდის ფინანსური დავალიანება და რეგისტრაციისთვის დადგენილ ვადებში გადაიხდით მიმდინარე სემესტრის სწავლის საფასურის მინიმუმ ნახევარს.
•იმ შემთხვევაში, თუ ვერ ახერხებთ წინა პერიოდის ფინანსური დავალიანების, მიმდინარე სემეტრის სრული სემესტრული გადასახადის ან მისი ნახევრის გადახდას, შესაძლებელია განხილულ იქნეს თანხის ეტაპობრივად გადახდის საკითხი. თანხის სამ ნაწილად გაყოფის შემთხვევაში, ან სხვა ფინანსურ საკითხებზე მიმართეთ I კორპუსის № 019 აუდიტორიას. განცხადება კი დაწერეთ I კორპუსის № 114 ოთახში, კანცელარიაში.
•ადმინისტრაციული რეგისტრაციის პროცესში წამორმოქმნილი ფინანსური დავალიანების ან სხვა საფინანსო პრობლემების შესახებ შეგიძლიათ მიმართოთ საფინანსო დეპარტამენტს - თსუ I კორპუსი, ოთახი № 019. ტელ: 2 25 16 58, 2227287. იურიდიული ფაკულტეტი არ აკეთებს ფინანსების ადმინისტრირებას და ამ ტიპის პრობლემების შემთხვევაში დახმარება შეუძლია გაგიწიოთ მხოლოდ საფინანსო დეპარტამენტს.

გისურვებთ სასურველი ინდივიდუალური ცხრილის შედგენას!

Print

« იხ. ყველა სიახლე