თსუ იურიდიული ფაკულტეტის მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტების სამაგისტრო თემის სათაურის (ხელმძღვანელის მითითებით) და სავარაუდო სტრუქტურის რეგისტრაციის შესახებ განცხადების მიღება იწარმოებს იურიდიული ფაკულტეტის კანცელარიაში (117-ე ოთახი), 5 მარტიდან 9 მარტის ჩათვლით.
თემის სავარაუდო სტრუქტურის წარდგენა და დამტკიცება ფაკულტეტის შესაბამის მიმართულებაზე გაიმართება აკადემიური რეგისტრაციის დასრულებიდან (9 მარტი) 10 დღის ვადაში.
დამატებითი ინფორმაცია საიტზე დაიდება მოგვიანებით.
შენიშვნა: სამაგისტრო თემის რეგისტრაციასთან დაკავშირებით სავალდებულოა მიმართულებებზე კონსულტაციის გავლა, თემის ხელმძღვანელთან შეთანხმება რეგისტრაციის პერიოდში.
იხ. განცხადების
ფორმა