ბეჭდვა |/ დახურვა
 
2016-07-26

კონფერენცია თემაზე - „კონკურენციის სამართალი - ახალი გამოწვევა საქართველოსთვის“

 

  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ეგიდით და შპსრომპეტროლ საქართველოსფინანსური მხარდაჭერით 2016 წლის 11 და 12 ივლისს ბორჯომში, სასტუმრორიქსოსში“, გაიმართა მასშტაბური კონფერენცია თემაზე - „ კონკურენციის სამართალი - ახალი გამოწვევა საქართველოსთვის“. კონფერენციის მომხსენებლები იყვნენ კონკურენციის სამართლის უცხოელი და ქართველი სპეციალისტები.

  კონფერენციას ესწრებოდნენ მოსამართლეები, სსიპ კონკურენციის სააგენტოს, პრემიერ მინისტრთან არსებული ეკონომიკური საბჭოსა და ბიზნეს ომბუდსმენის წარმომადგენლები, ასევე, პრაქტიკოსი იურისტები სხვადასხვა საერთაშორისო თუ ადგილობრივი იურიდიული ფირმებიდან.

  კონფერენციის მოდერატორები იყვნენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის პროფესორები გიორგი ცერცვაძე და გიორგი სვანაძე. კონფერენციის მთავარ მიზანს წარმოადგენდა მონაწილეთა შორის ცნობიერების ამაღლება შესაბამის თემებზე და არასამთავრობო თუ სამთავრობო სექტორის წარმომადგენელთა შორის დისკუსიის ხელშეწყობა   ქვეყანაში კონკურენციის   სამართლის განვითარებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე.

Print

« იხ. ყველა სიახლე