2011-03-01

სიახლე შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო კონკურსების ადმინისტრირებაში!

2011 წლის თებერვლიდან ფონდის სხვადასხვა სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსში მონაწილეობა მეცნიერთათვის შესაძლებელი იქნება მხოლოდ ფონდის ელექტრონულ ბაზაში დარეგისტრირების შემდგომ

ელექტრონულ ბაზაში რეგისტრაციისათვის შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ვებგვერდზე (www.rustaveli.org.ge), მარჯვენა მხარეს განთავსებულია ღილაკი – „მეცნიერის ელექტრონული რეგისტრაცია”.

მეცნიერის რეგისტრაცია ფონდის ბაზაში მხოლოდ ერთხელ არის საჭირო. რეგისტრაციის შემდეგ მეცნიერს ფონდის ბაზაში ექნება პირადი ანკეტა / შევსებული ავტობიოგრაფიის ფორმა და შეუძლია მონაწილეობა მიიღოს ფონდის სხვადასხვა კონკურსში. ყოველ ახალ კონკურსში მონაწილეობისათვის ელექტრონულ ფორმაში გათვალისწინებულია ფუნქცია „პროექტის დამატება“, ხოლო ინფორმაცია პირადი პროფესიული ბიოგრაფიიდან ავტომატურად განთავსდება პირადი ანკეტიდან. საჭიროების შემთხვევაში, მეცნიერს აქვს საშუალება განაახლოს ანკეტა, შეიტანოს ინფორმაცია ახალი პუბლიკაციების, სამუშაო გამოცდილების და ა.შ. შესახებ, ყოველი კონკრეტული კონკურსისათვის გამოიყენოს ის ინფორმაცია პირადი ანკეტიდან, რაც მას შესაბამისი კონკურსისათვის მიზანშეწონილად მიაჩნია (მაგალითად, აირჩიოს კონკრეტული კონკურსისათვის მისი აზრით ყველაზე შესაფერისი პუბლიკაციები, მიღებული სამეცნიერო გრანტები და ა.შ.).

ფონდი უახლოეს მომავალში გეგმავს 2012 წლის სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსების გამოცხადებას. ამ კონკურსებში მონაწილეობის მსურველ მეცნიერებს უკვე შუძლიათ დარეგისტრირდნენ ფონდის ვებგვერდზე, ხოლო ყოველი ახალი, მათთვის საინტერესო კონკურსის გამოცხადების შემდეგ, ფონდის ვებგვერდზე შევსებული ანკეტის მეშვეობით წარმოადგინონ ფონდში საგრანტო პროექტები.

მეცნიერის ელექტრონული რეგისტრაციის ინსტრუქცია შეგიძლიათ იხილოთ აქ >>

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი გისურვებთ წარმატებას!

Print

« იხ. ყველა სიახლე