ბეჭდვა |/ დახურვა
 
2019-02-12

თსუ მედიცინის ფაკულტეტის დოქტორანტების საყურადღებოდ!

ტრომსოს უნივერსიტეტის (ნორვეგია) პროფესორი ერიკ ანდა ატარებს სასწავლო კურსს ბიობანკის და რეგისტრების ეპიდემიოლოგიაში. სასწავლო კურსისთვის 5 მაისს თბილისში ჩატარდება ერთდღიანი მოსამზადებელი კურსი, ხოლო უშუალოდ სასწავლო კურსი ,,ბიობანკის და რეგისტრების ეპიდემიოლოგია’’ ჩატარდება ლოპოტაზე 6 -10 მაისს.

სწავლების ენა- ინგლისური.

დასწრება სავალდებულოა როგორც მოსამზადებელ, ისე სასწავლო კურსზე. 

 

კურსი ტარდება პროექტის ,,საქართველო-ნორვეგიის თანამშრომლობა საზოგადოებრივ ჯანდაცვაში’’ ფარგლებში (პროექტის კოორდინატორი - ტრომსოს უნივერსიტეტის პროფესორი ერიკ ანდა,  პროექტის კოორდინატორი საქართველოში - თსუ პროფესორი ნინო ჩიხლაძე).

 

სასწავლო კურსზე დასწრების მსურველებისგან მოტივაციის წერილი ინგლისურ ენაზე  (მაქსიმუმ 500 სიტყვა) მიიღება 1 მარტამდე . მოტივაციის წერილში აუცილებლად მიუთითეთ სახელი, გვარი, ხელმძღვანელი, სადოქტორო პროგრამის დასახელება და კვლევის თემა. 

საკონტაქტო პირი: თსუ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ასოცირებული პროფესორი ნატო ფიცხელაური, nato.pitskhelauri @tsu.ge  

გთხოვთ, ველში მიუთითოთ: ბიობანკის და რეგისტრების ეპიდემიოლოგია.

 

15 მარტს შედეგების შესახებ  აპლიკანტებს   მიეწოდებათ ინფორმაცია და გამოცხადდება შერჩეულ დოქტორანტთა სია.

 

Print

« იხ. ყველა სიახლე