ბეჭდვა |/ დახურვა
 
2014-06-17

საერთაშორისო კონფერენცია ტემპუსის პროექტის ფარგლებში

საერთაშორისო  კონფერენცია ტემპუსის პროექტის ფარგლებში

ა.წ.  1-3  ივლისს  თბილისის  სახელმწიფო  სამედიცინო  უნივერსიტეტში   ტარდება საერთაშორისო  კონფერენცია -   პროექტით  „Tempus Mumeena“ მიღწეული  წარმატებები  და  სამედიცინო  განათლების  მომავალი აღმოსავლეთ  ევროპაში.

კონფერენცია იწყება  1 ივლისს, 10 საათზე;  ტარდება თბილისის  სახელმწიფო  სამედიცინო  უნივერსიტეტის  ადმინისტრაციულ  კორპუსში (ვაჟა-ფშაველას  33),  1  სართ.,  აკადემიური  საბჭოს    სხდომათა  დარბაზში.    

კონფერენციაში  მონაწილეობს პროექტის განმახორციელებელი  ყველა  პარტნიორი  ქვეყანა: ლიდსის უნივერსიტეტი (დიდი ბრიტანეთი), უტრეხტის უნივერსიტეტი (ნიდერლანდები), გრანადის უნივერსიტეტი (ესპანეთი),  რომის საკრეკორის უნივერსიტეტი (იტალია), კიევის და ივანო-ფრანკოვსკის სამედიცინო უნივერსიტეტები (უკრაინა), ბაქოს და ნახიჩევანის სამედიცინო უნივერსიტეტები (აზერბაიჯანი).

კონფერენციას უძღვება პროექტის კოორდინატორი –  ევროპის სამედიცინო განათლების ასოციაციის (AMEE) პრეზიდენტი, ლიდსის უნივერსიტეტის სამედიცინო განათლების ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი ტრუდი რობერტსი.   კონფერენციაში პარტნიორი  უნივერსიტეტებიდან    მონაწილეობას  იღებს   დარგის  25 თვალსაჩინო    უცხოელი  წარმომადგენელი.

პროექტის მიზანს  წარმოადგენდა დიპლომამდელი სამედიცინო განათლების ინტეგრირებული კურიკულუმის შემუშავება ევროპის სამედიცინო განათლების ასოციაციის,   სამედიცინო  განათლების   მარეგულირებელი  თემატური ასოციაციის MEDINE და სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის სტანდარტების შესაბამისად.

პროექტის  ფარგლებში  ევროპის პარტნიორ უნივერსიტეტებში  განხორციელდა სპეციალური  ტრენინგები სამედიცინო  განათლების -  სწავლებისა  და  შეფასების  თანამედროვე მეთოდოლოგიაში;  სამედიცინო განათლების აქტუალურ საკითხებზე, საერთაშორისოდ აღიარებული ექსპრტების მონაწილეობით,   ჩატარდა  ყოველწლიური კონფერენციები;  მომზადდა  მეთოდური  რეკომენდაციები.

Print

« იხ. ყველა სიახლე