მედიცინის ფაკულტეტის აცხადებს მიღებას ახალ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინგლისურენოვან სამაგისტრო პროგრამაზე, რომელსაც აკრედიტაცია მიენიჭა საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს 2018 წლის 26 იანვრის №5 სხდომის გადაწყვეტილებით.
პროგრამა შემუშავებულია ნორვეგიის განათლების სფეროში საერთაშორისო კოოპერაციის ცენტრის (SIU) მიერ დაფინანსებული პროექტის CPEA-2015/10057 ,,საქართველო-ნორვეგიის თანამშრომლობა საზოგადოებრივ ჯანდაცვაში’’ ფარგლებში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტის (თსუ), ნორვეგიის არქტიკული უნივერსიტეტის/ტრომსოს უნივერსიტეტის (ნორვეგია) და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის თანამშრომლობით.
მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი: საზოგადოებრივი ჯანდაცვის მაგისტრი (MPH)
საკონტაქტო ინფორმაცია: nino.chikhladze@tsu.ge