თსუ რექტორის 2014 წლის 13 იანვრის
02/01–01 ბრძანების შესაბამისად, 2014 წლის 23 აპრილს ტარდება ივ. ჯავახიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი სამეცნიერო ფორუმი თსუ აკადემიური პერსონალის მონაწილეობით.
აღნიშნულ ფორუმში მონაწილეობისათვის, თსუ რექტორის 2013 წლის 25 ნოემბრის
150/01–01 ბრძანებით დამტკიცებული „ივ. ჯავახიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილ ყოველწლიურ სამეცნიერო ფორუმში მონაწილეთა განსაზღვრის წესის“ თანახმად, გთხოვთ, მედიცინის ფაკულტეტის აკადემიურმა პერსონალმა ან ფაკულტეტის სამეცნიერო პროფილის შესაბამისი დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი სტრუქტურული ერთეულის სამეცნიერო თანამდებობის პირმა, მედიცინის ფაკულტეტზე წარმოადგინოთ სამეცნიერო ნაშრომი, რომელიც ეფუძნება წინა სამი წლის განმავლობაში გამოქვეყნებული პუბლიკაციების შედეგებს.
წარმოდგენილი ნაშრომებიდან თსუ რექტორის 2014 წლის 24 იანვრის 11/01–01 ბრძანებით
დამტკიცებული კომისია შეარჩევს ავტორის (ავტორთა ჯგუფის) სამეცნიერო შედეგების ამსახველ საუკეთესო მოხსენებას - ფორუმზე წარსადგენად.
ბოლო სამი წლის ის პუბლიკაციები, რომელთაც ეფუძნება წარმოდგენილი სამეცნიერო ნაშრომი დაურთეთ მოწოდებული ფორმის მიხედვით (
დანართი).
სამეცნიერო მოხსენებისა და შევსებული ფორმის ფაკულტეტზე წარმოდგენის ბოლო ვადაა 2014 წლის 28 თებერვალი.
კომისიის თავმჯდომარე
პროფესორი არჩილ ხომასურიძე