2016-02-15

ყურადღება! დამატებით ცხადდება მიღება რეზიდენტურაში!!!

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას რეზიდენტურის ალტერნატიულ დიპლომისშემდგომ საგანმანათლებლო პროგრამაზე (იხ.რექტორის ბრძანება)

თერაპიული სტომატოლოგია - 5 რეზიდენტი/მაძიებელი
ორთოპედიული სტომატოლოგია - 5 რეზიდენტი/მაძიებელი
ლაბორატორული საქმე - 9 რეზიდენტი/მაძიებელი
ინფექციური სნეულებები - 2 რეზიდენტი/მაძიებელი

საბუთების მიღება - 15-19 თებერვალი;
გასაუბრება - 23 თებერვალი
შედეგების გამოცხადება - 25 თებერვალი


კონკურსში
მონაწილეობის მსურველმა პირმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები :

) განცხადება რეზიდენტურის ალტერნატიულ დიპლომისშემდგომ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩაირცხვის შესახებ ( თანდართული ფორმის მიხედვით );
) ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების შედეგად მინიჭებული სპეციალობის მაძიებლის დამადასტურებელი მოწმობა ან / და შესაბამისი ცნობა ( დედანი );
) უმაღლესი სამედიცინო განათლების დამადასტურებელი საბუთი ( დიპლომის ნოტარიულად დამოწმებული ასლი );
) ავტობიოგრაფია (CV);
) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი ;
) ფერადი ფოტოსურათი ზომით 3X4.

არასრულად
წარმოდგენილი საბუთების შემთხვევაში მაძიებლის განცხადება განხილვას არ დაექვემდებარება !

დოკუმენტები უნდა წარმოადგინოთ თსუ მედიცინის ფაკულტეტის დეკანატში: ჭიაურელის ქ. 2, მე-3 სართული
Print

« იხ. ყველა სიახლე