2017-08-24

ინფორმაცია მაგისტრანტობის კანდიდატთა საყურადღებოდ!

2017/2018 სასწავლო წელი
სამაგისტრო პროგრამა ”საზოგადოებრივი ჯანდაცვა”: მიღება და საგამოცდო საკითხები

წერითი გამოცდა ჩატარდება სპეციალობაში.
საგამოცდო ბილეთში შეტანილი იქნება 4 საკითხი.
თითოეული საკითხის მაქსიმალური შეფასება - 25 ქულა
ნაშრომის მაქსიმალური შეფასება - 100 ქულა
დადებითად ჩაითვლება შეფასება - 51 ქულა და მეტი

საგამოცდო საკითხები

1.საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესწავლის საგანი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის თანამედროვე კონცეფციის ძირითადი არსი. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფუნქციები და ამოცანები. (ოთარ გერზმავა – ”საზოგადოებრივი ჯანდაცვა და მენეჯმენტი”, თბილისი, 2012 წელი. გვ.191-193)
2. საზოგადოებრივი ჯანდაცვის პრობლემების კვლევის მეთოდები (ოთარ გერზმავა – ”საზოგადოებრივი ჯანდაცვა და მენეჯმენტი”, თბილისი, 2012 წელი. გვ.193-194)
3. ზოგიერთი ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის მოქმედების თავისებურებანი (ოთარ გერზმავა – ”საზოგადოებრივი ჯანდაცვა და მენეჯმენტი”, თბილისი, 2012 წელი. გვ.232-239)
4. საქართველოს ჯანდაცვის სისტემის მოდელი საბჭოთა პერიოდში, მოკლე აღწერა და დახასიათება (ოთარ გერზმავა – ”საზოგადოებრივი ჯანდაცვა და მენეჯმენტი”, თბილისი, 2012 წელი. გვ.239-244)
5. საქართველოს ჯანდაცვის სისტემა საბჭოთა კავშირის დაშლისა და დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ პერიოდში. (ოთარ გერზმავა – ”საზოგადოებრივი ჯანდაცვა და მენეჯმენტი”, თბილისი, 2012 წელი. გვ.244-248)
6. ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული პოლიტიკა და სტრატეგია გვ.202-209
ჯანმრთელობის დაცვის საკითხები საქართველოს კონსტიტუციაში. კანონმდებლობა ჯანმრთელობის დაცვის სფეროში (ოთარ გერზმავა – ”საზოგადოებრივი ჯანდაცვა და მენეჯმენტი”, თბილისი, 2012 წელი. გვ.210-215)
7. ჯანმრთელობაზე სოციალური გარემოს ზემოქმედების ამსახველი თანამედროვე თეორიები (ოთარ გერზმავა – ”საზოგადოებრივი ჯანდაცვა და მენეჯმენტი”, თბილისი, 2012 წელი. გვ.11-16)
8. მოსახლეობის ჯანმრთელობის ამსახველი ძირითადი კრიტერიუმები (ოთარ გერზმავა – ”საზოგადოებრივი ჯანდაცვა და მენეჯმენტი”, თბილისი, 2012 წელი. 16-20).
9. მოსახლეობის ჯანმრთელობის ეკონომიკური მნიშვნელობა. სიღარიბესა და ჯანმრთელობას შორის ურთიერთკავშირი. (ოთარ გერზმავა – ”საზოგადოებრივი ჯანდაცვა და მენეჯმენტი”, თბილისი, 2012 წელი. გვ.155-157)
10.სამედიცინო დაზღვევის განმარტება. დაზღვევის ობიექტი, დაზღვევის სუბიექტები. სამედიცინო დაზღვევის სახეები. (ოთარ გერზმავა – ”საზოგადოებრივი ჯანდაცვა და მენეჯმენტი”, თბილისი, 2012 წელი. გვ.553-558)
11. საქართველოს მოსახლეობის ასაკობრივი და სქესობრივი სტრუქტურა. ძირითადი დემოგრაფიული მაჩვენებლები. მოსახლეობის დემოგრაფიული განვითარების ტენდენციები საქართველოში. (ოთარ გერზმავა – ”საზოგადოებრივი ჯანდაცვა და მენეჯმენტი”, თბილისი, 2012 წელი. გვ. 31-46)
12. მოსახლეობის ავადობის ამსახველი ძირითადი მაჩვენებლები. სოციალურად მნიშვნელოვანი დაავადებების ცნება. მოკლე ინფორმაცია სოციალურად მნიშვნელოვანი ზოგიერთი დაავადების შესახებ (ოთარ გერზმავა – ”საზოგადოებრივი ჯანდაცვა და მენეჯმენტი”, თბილისი, 2012 წელი. გვ.21-27)
13. სტაციონარული მომსახურების განმარტება. საავადმყოფოს ძირითადი ფუნქციები.
საავადმყოფოს მუშაობის ამსახველი ძირითადი მაჩვენებლები და მათ გამოთვლის მეთოდოლოგია. (ოთარ გერზმავა – ”საზოგადოებრივი ჯანდაცვა და მენეჯმენტი”, თბილისი, 2012 წელი. გვ.438-449)
14. პირველადი ჯანდაცვის სისტემის განმარტება, არსი, ძირითადი ფუნქციები და ამოცანები. პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებები, ზოგადი პრაქტიკის ექიმის, ოჯახის ექიმის როლი პირველად ჯანდაცვაში. (ოთარ გერზმავა – ”საზოგადოებრივი ჯანდაცვა და მენეჯმენტი”, თბილისი, 2012 წელი. გვ403-427)
15. ხარისხის კონტროლი ჯანდაცვაში სამედიცინო მომსახურების ხარისხის მახასიათებლები.(ოთარ გერზმავა – ”საზოგადოებრივი ჯანდაცვა და მენეჯმენტი”, თბილისი, 2012 წელი. გვ.474-481)
16. ჯანსაღი ცხოვრების წესის ფორმირების თავისებურებანი. სამედიცინო ინფორმაციის გავრცელების გზები, სამედიცინო პროპაგანდა. პიარ-ტექნოლოგიები ჯანდაცვაში (ოთარ გერზმავა – ”საზოგადოებრივი ჯანდაცვა და მენეჯმენტი”, თბილისი, 2012 წელი. 174-189)
17. პროფილაქტიკური ღონისძიებების ორგანიზაცია. დაავადებათა თავიდან აცილების საშუალებები. პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდარი. (ოთარ გერზმავა – ”საზოგადოებრივი ჯანდაცვა და მენეჯმენტი”, თბილისი, 2012 წელი. გვ.418-419; პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდარი)

ლიტერატურა:

1. ოთარ გერზმავა – ”საზოგადოებრივი ჯანდაცვა და მენეჯმენტი”, სტუდენტებისთვის რეკმენდებული სახელმძღვანელო. თბილისი, 2012 წელი (ხელმისაწვდომია როგორც თსუ, ასევე მედიცინის ფაკულტეტის ბიბლიოთეკაში)

2. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი. სტატისტიკური ცნობარები, განთავსებულია ვებ-გვერდზე www.ncdc.ge

3. საქრთველოს კონსტიტუცია, თბილისი, 1995 წ

4. პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდარი.
http://ncdc.ge/Category/Article/1604

5. თეოდორ ტულჩინსკი, ელენა ვარავიკოვა „ახალი საზოგადოებრივი ჯანდაცვა“. 2012

www.ncdc.ge

www.medportal.ge

www.moh.gov.ge

www.ssa.gov.ge

www.geostat.ge
Print

« იხ. ყველა სიახლე