ბეჭდვა |/ დახურვა
 
2019-02-15

სტუდენტთა საყურადღებოდ

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში
სტუდენტური პროექტების დაფინანსების წესი

მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში
(შემდგომში ,,უნივერსიტეტი“) სტუდენტური პროექტების დაფინანსების წესის
(შემდგომში - „წესი“) მიზანია განსაზღვროს უნივერსიტეტში უნივერსიტეტის
სტუდენტების მიერ წარმოდგენილი სამეცნიერო, კულტურული,სპორტული და
საგანმანათლებლო, უნივერსიტეტის მიზნების შესაბამისი პროექტებისათვის აუცილებელი
ფინანსური რესურსების ხარჯვაზე (დაფინანსება) გადაწყვეტილების მიღების პროცედურა.
2. წესი შემუშავებულია ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის,
უნივერსიტეტის წესდებისა და მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე.

მუხლი 2. დაფინანსების საფუძვლები და გადაწყვეტილების მიღების პროცედურა
1. უნივერსიტეტის ყოველწლიური ბიუჯეტით განსაზღვრული შესაბამისი ფინანსური
რესურსების ფარგლებში, უნივერსიტეტის მიზნების შესაბამისი სამეცნიერო,
კულტურული, სპორტული და საგანმანათლებლო პროექტების აუცილებელი ფინანსური
რესურსებით დაფინანსებაზე გადაწყვეტილებას იღებს სტუდენტური პროექტების
დაფინანსების პროცესის უზრუნველსაყოფად შექმნილი მუდმივმოქმედი საბჭო (ტექსტში
შემდგომ - ,,საბჭო“), რომლის წარდგინების საფუძველზეც გამოიცემა ადმინისტრაციის
ხელმძღვანელის ბრძანება.
2. საბჭო იქმნება რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ერთობლივი ბრძანებით
და იგი უნდა შედგებოდეს არანაკლებ 5 წევრისაგან. საბჭოს გადაწყვეტილებით საბჭოს
შემადგენლობაში სათათბირო ხმის უფლებით, კონკრეტული საკითხის თაობაზე
კომპეტენტური აზრის დასაფიქსირებლად, შესაძლებელია მოწვეული იქნას შესაბამისი
კვალიფიკაციის მქონე პირი.
3. უნივერსიტეტის სტუდენტები, სტუდენტური თვითმმართველობა და სტუდენტური
ჯგუფები უფლებამოსილი არიან წერილობით მიმართონ საბჭოს, სტუდენტური
პროექტების დაფინანსების წინადადებით (გარდა იმ პროექტებისა, რომლებიც უკვე
განსაზღვრულია მიმდინარე წლის ბიუჯეტში, როგორც საერთო საუნივერსიტეტო
მნიშვნელობის მქონე). წერილობით მიმართვას უნდა ერთვოდეს დასაფინანსებელი
პროექტი შესაბამისი შეფასების ფორმის მოთხოვნათა გათვალისწინებით (შესაბამისად,
წინამდებარე ბრძანების დანართი N2 ან N3). უფლებამოსილ პირს პროექტის
წარმოდგენისას, ასევე განხორციელებისას, მის დასრულებამდე უნდა ჰქონდეს
უნივერსიტეტის სტუდენტის აქტიური სტატუსი.

4. უფლებამოსილი პირის მიერ სამეცნიერო პროექტის დაფინანსების მიზნით საბჭოსათვის
წარმოდგენილი უნდა იქნას შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) განცხადება;
ბ) სამეცნიერო პროექტი;
გ) სარეკომენდაციო წერილი (რომელიც დასაბუთებულად ასახავს პროექტის
მნიშვნელობას შესაბამისი დარგისთვის. რეკომენდაცია წარმოდგენილი უნდა იყოს
შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პირის მიერ);
დ) სტუდენტ(ებ)ის ავტობიოგრაფია (CV);
ე) უფლებამოსილი პირის/პირების წერილობითი ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ პროექტის
ხელმძღვანელის/ხელმძღვანელების ან პროექტის კოორდინატორის/კოორდინატორების
საქმიანობა არ ანაზღაურდება, ხოლო პროექტის განხორციელებაში ჩართული/მოწვეული
შესაბამისი კვალიფიკაციის პირის/პირების შრომის ანაზღაურება განისაზღვრება
დიფერენცირებულად, გასაწევი მომსახურების ღირებულების შესაბამისად;
ვ) უფლებამოსილი პირის/პირების წერილობითი ინფორმაცია პროექტით
გათვალისწინებული მივლინებების თაობაზე. პროექტით გათვალისწინებული
სამივლინებო ხარჯები ქვეყნის ფარგლებს გარეთ უნივერსიტეტის მიერ ანაზღაურდება
არაუმეტეს მთლიანი სამივლინებო თანხის 50%-ის ოდენობით (არაუმეტეს 2000 ლარი),
წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, ხოლო ქვეყნის შიგნით
"დაქირავებულისათვის გადახდილი სამივლინებო ხარჯების ნორმების განსაზღვრის
შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 5 აპრილის N220 ბრძანებით
დადგენილი სამივლინებო ხარჯების ანალოგიის მიხედვით;
ზ) (ამოღბულია) ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 14/02/2019 წლის ბრძანება N 30/02-01
თ) სწავლის საფასურის, ასევე უნივერსიტეტის წინაშე სხვა სახის დავალიანების არქონის
დამადასტურებელი ცნობა.
5. უფლებამოსილი პირის მიერ კულტურული / სპორტული / საგანმანათლებლო პროექტის
დაფინანსების მიზნით საბჭოსათვის წარმოდგენილი უნდა იქნას შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) განცხადება;
ბ) კულტურული/სპორტული/საგანმანათლებლო პროექტი;
გ) სარეკომენდაციო წერილი (რომელიც დასაბუთებულად ასახავს პროექტის
მნიშვნელობას. რეკომენდაცია წარმოდგენილი უნდა იყოს შესაბამისი კვალიფიკაციის
მქონე პირის მიერ);
დ) სტუდენტ(ებ)ის ავტობიოგრაფია (ჩV);
ე) სტუდენტის სტატუსის ქონის დამადასტურებელი ცნობა.
ვ) უფლებამოსილი პირის/პირების წერილობითი ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ პროექტის
ხელმძღვანელის/ხელმძღვანელების ან პროექტის კოორდინატორის
/კოორდინატორების საქმიანობა არ ანაზღაურდება, ხოლო პროექტის განხორციელებაში
ჩართული/მოწვეული პირის/პირების (მთარგმნელი, მსაჯი, მომღერალი და ა.შ) შრომის
ანაზღაურება განისაზღვრება დიფერენცირებულად, გასაწევი მომსახურების ღირებულების
შესაბამისად;
ზ) (ამოღბულია) ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 14/02/2019 წლის ბრძანება N 30/02-01
თ) სწავლის საფასურის, ასევე უნივერსიტეტის წინაშე სხვა სახის დავალიანების არქონის
დამადასტურებელი ცნობა.

6. წარმოდგენილი სამეცნიერო და კულტურული/სპორტული/საგანმანათლებლო
პროექტების დაფინანსების საკითხის განსახილველად საბჭო იკრიბება წელიწადში 3 ჯერ.
მიმდინარე კალენდარული წლის 15 თებერვლამდე შემოტანილი პროექტების განხილვა
განხორციელდება არაუგვიანეს 1 მარტისა, 20 აპრილამდე შემოტანილი პროექტების
განხილვა განხორციელდება არაუგვიანეს 1 მაისისა, ხოლო 5 ოქტომბრამდე შემოტანილი
პროექტების განხილვა არაუგვიანეს 20 ოქტომბრისა.
61. საბჭო თითოეულ სტუდენტურ პროექტს დაუყოვნებლივ გადასცემს უნივერსიტეტის
საფინანსო დეპარტამენტს წერილობითი დასკვნის (ინფორმაციის) მომზადების მიზნით.
უნივერსიტეტის საფინანსო დეპარტამენტის წერილობითი დასკვნა, უნდა მოიცავდეს
ინფორმაციას პროექტის ბიუჯეტის და ამ მხრივ პროექტის განხორციელების ვადების
რეალურობასა და შესრულების შესაძლებლობის თაობაზე. უნივერსიტეტის საფინანსო
დეპარტამენტი ვალდებულია, წარუდგინოს საბჭოს თითოეულ პროექტზე შესაბამისი
წერილობითი დასკვნა სტუდენტური პროექტების მისთვის გადაცემიდან არაუგვიანეს 5
დღის ვადაში.
(ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 14/02/2019 წლის ბრძანება N 30/02-01)
7. საბჭო უფლებამოსილია სტუდენტური პროექტი გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ
ერთეულს კომპეტენციის ფარგლებში განხილვის მიზნით. საკუთარი კომპეტენციის
ფარგლებში მნიშვნელოვანი შენიშვნების არსებობის შემთხვევაში სტრუქტურული
ერთეულის წარმომადგენელი შესაძლებელია მოწვეული იქნას საბჭოს სხდომაზე
არსებული პოზიციის განხილვის მიზნით.
8. სტუდენტური პროექტების შეფასების მიზნით თითოეული საბჭოს წევრის მიერ
სრულად ივსება შესაბამისი შეფასების ფორმა. თითოეული პროექტის შეფასების საბოლოო
ქულა წარმოადგენს საბჭოს თითოეული წევრის მიერ პროექტისთვის მინიჭებულ ქულათა
საშუალო არითმეტიკულს.
9. საბჭოს მიერ დაფინანსებაზე წარდგენის მიზნით განხილვას ექვემდებარება მხოლოდ ის
პროექტები, რომელთა შეფასების საბოლოო ქულა არის 70 და მეტი. საბჭოს მიერ
პროექტების დაფინანსებაზე წარდგენის გადაწყვეტილებები მიიღება პროექტის შეტანის
წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული შესაბამისი ფინანსური რესურსების ფარგლებში,
არაუმეტეს მიმდინარე წლის ბოლომდე.
10. პროექტის განხორციელებისას შესაძლებელია პროექტის ბიუჯეტის
მუხლობრივი განწერის 10 პროცენტამდე ცვლილება, რაც ხორციელდება უნივერსიტეტის
ადმინისტრაციისათვის წერილობითი მიმართვით (ადმინისტრაციასთან შეთანხმება),
ხოლო პროექტის ბიუჯეტის მუხლობრივი განწერის 10 პროცენტზე მეტი ოდენობით
ცვლილების დასაბუთებული აუცილებლობის შემთხვევაში აუცილებელია საბჭოს
თანხმობა.
11. საბჭო უფლებამოსილია შეუდგეს მუშაობას, თუ მას ესწრება საბჭოს სიითი
შემადგენლობის არანაკლებ ნახევარზე მეტი. საბჭო გადაწყვეტილებას იღებს სიითი
შემადგენლობის უმრავლესობით. საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, ეგზავნება
ადმინისტრაციის ხელმძღვანელს ინდივიდუალურ სამართლებრივი აქტის გამოსაცემად.
12. პროექტის დასრულების შემდეგ, არაუგვიანეს 1 თვის ვადაში პროექტის ავტორ(ებ)მა
საბჭოს სახელზე უნდა წარმოადგინონ პროგრამული (აღნიშნული ანგარიში უნდა

მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: გაწეული საქმიანობის აღწერილობა, ინფორმაცია
პროექტის შესახებ, ინფორმაცია საბოლოო შედეგის შესახებ, განხორციელების ადგილი,
დრო, ინფორმაცია მონაწილე პირთა შესახებ, ფაქტების ამსახველი მასალა და ა.შ.) და
ფინანსური ანგარიში (გაწეული ხარჯების დამადასტურებელი დოკუმენტებითურთ), ასევე
წარმოდგენილი უნდა იქნას:
ა) რეკომენდატორ/ებ/ის დასკვნა (შეფასება) წარმოდგენილ პროგრამულ ანგარიშზე,
საბჭოზე შემდგომი განხილვის მიზნით;
ბ) პროექტის დაფინანსების ფარგლებში შეძენილი მატერიალური ფასეულობების (მათ
შორის კომპიუტერული ტექნიკის) უნივერსიტეტისათვის გადაცემის კანონმდებლობით
დადგენილი წესით გაფორმებული მიღება-ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი.
121. წინამდებარე წესის მე-2 მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებული ანგარიშის
დადგენილი წესითა და ვადაში წარმოუდგენლობის შემთხვევაში, პროექტის ავტორ(ებ)ის
მიერ დაფინანსების მოპოვების მიზნით წარმოდგენილი ახალი პროექტი განხილვას არ
ექვემდებარება.
(ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 14/02/2019 წლის ბრძანება N 30/02-01)
13. უნივერსიტეტის მიერ ხორციელდება წლის განმავლობაში დადებითი დასკვნების
(შეფასების) მქონე პროექტების დაჯილდოება. საბჭო მომდევნო წლის დასაწყისში,
დაჯილდოების მიზნით, რეკომენდატორ/ებ/ის (რეცენზენტ/ებ/ის) დადებითი დასკვნის
(შეფასების) საფუძველზე გამოავლენს გამარჯვებულ პროექტ/ებ/ს. დაჯილდოებისათვის
გამოყოფილი თანხის ოდენობა და გამარჯვებული პროექტების რაოდენობა დგინდება
საბჭოს წარდგინების საფუძველზე, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ბრძანებით.
14. საბჭოს საქმიანობის ის პროცედურული საკითხები, რომლებიც არ არის
გათვალისწინებული წინამდებარე წესით, შესაძლებელია დადგინდეს უშუალოდ საბჭოს
მიერ (საბჭოს წერილობითი გადაწყვეტილების სახით, რომელიც ექვემდებარება საჯაროდ
გამოქვეყნებას).
მუხლი 3. პროექტები, რომლებიც არ საჭიროებენ უნივერსიტეტის მხრიდან დაფინანსებას
1. უნივერსიტეტის სტუდენტის, სტუდენტური თვითმმართველობისა და სტუდენტური
ჯგუფების მიერ წარმოდგენილი სამეცნიერო, კულტურული, სპორტული,
საგანმანათლებლო უნივერსიტეტის მიზნების შესაბამისი, იმ პროექტების, რომლებიც არ
საჭიროებენ უნივერსიტეტის მხრიდან დაფინანსებას, რეალიზაციისათვის აუცილებელი
სხვა რესურსებით (უნივერსიტეტის ტრანსპორტით მომსახურეობა, სასტამბო-
საგამომცემლო მომსახურეობა, საკანცელარიო ნივთებით მომარაგება და სხვა)
უზრუნველყოფის საკითხს წყვეტს საბჭო, წინამდებარე წესით დადგენილი შესაბამისი
პროცედურების დაცვით, შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის/ერთეულების
რეკომენდაციის თანახმად, უფლებამოსილი პირის მოთხოვნის საფუძველზე.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ წერილობით მოთხოვნაში
აუცილებლად აღინიშნება, რომ შესაბამისი პროექტი უნივერსიტეტის მხრიდან
დაფინანსებას არ საჭიროებს.
Print

« იხ. ყველა სიახლე