ბეჭდვა |/ დახურვა
 
2010-09-13

კონკურსი თსუ-ის სარეზიდენტო პროგრამებით მზადებისა და სპეციალობის მაძიებელთა ჩარიცხვასთან დაკავშირებით

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს 2010-2011 სასწავლო წლის შემოდომის სემესტრში  რეზიდენტურის ალტერნატიულ დიპლომისშემდგომ საგანმანათლებლო პროგრამებზე (პროფესიული მზადება) მიღებას:
         
ა)   ენდოკრინოლოგია
ბ)  ოფთალმოლოგია            
გ)  მეანობა-გინეკოლოგია                       
დ) თერაპიული სტომატოლოგია        
ე)  ორთოპედიული სტომატოლოგია

რეზიდენტურის ალტერნატიულ დიპლომისშემდგომ საგანმანათლებლო პროგრამებზე (პროფესიული მზადება) საბუთები მიიღება
   10.09.2010 – 17.09.2010, ყოველდღე შაბათ-კვირის გარდა 10:00-დან – 17:00 საათამდე, ფაკულტეტის (ი. ჭავჭავაძის გამზ. #5, ოთახი 106) მიმღებ კომისიაში.

საკონკურსო გასაუბრება სპეციალობებში ჩატარდება  20-21 სექტემბერს.
 
კონკურსის შედეგები გამოცხადდება 22 სექტემბერს.   

კონკურსში მონაწილეობის მსურველმა პირმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:
 - განცხადება რეზიდენტურის ალტერნატიულ დიპლომისშემდგომ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის შესახებ (განცხადების ფორმა );
 - ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების შედეგად მინიჭებული სპეციალობის მაძიებლის დამადასტურებელი მოწმობა ან/და შესაბამისი ცნობა;
 - უმაღლესი სამედიცინო განათლების დამადასტურებელი საბუთი (დიპლომი და ნოტარიულად დამოწმებული დიპლომის ასლი);
 - ავტობიოგრაფია (CV);
 - პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და მოწმობის ასლი;
 - ფერადი ფოტოსურათი ზომით 3X4.
არასრულად წარმოდგენილი საბუთების შემთხვევაში მაძიებლის განცხადება
განხილვას არ დაექვემდებარება!


Print

« იხ. ყველა სიახლე