ესტონეთის სახელმწიფოს სტიპენდიის პროგრამამ
2011-2012 აკადემიური წლისთვის გამოყო 2 გრანტი სასწავლო გაცვლით სამაგისტრო და სადოქტორო
პროგრამებზე.
სტიპენდია გაიცემა 10 თვის განმავლობაში
2011
წლის სექტემბრიდან 2012
წლის ივლისამდე და არ ითვალისწინებს აკადემიური ხარისხის მიღებას. ამ შემთხვევაში აპლიკანტებს
არ მოეთხოვებათ მისაღები გამოცდის ჩაბარება და სწავლის გადასახადის გადახდა.
სტიპენდიის მიღების მსურველებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:
- სააპლიკაციო ფორმა ვებ-გვერდი;
- მოკლე ბიოგრაფიული
ცნობები (CV);
- სარეკომენდაციო
წერილი;
- ცნობა
სასწავლებელი ადგილიდან;
- დეტალური
სამუშაო გეგმა;
- დიპლომისა
და ნიშნების ფურცლის (დიპლომის დანართის) ნოტარიულად დამოწმებული ასლები;
- მოწვევის
წერილი ესტონეთის მიმღები უნივერსიტეტიდან;
- ინგლისური
ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი;
ყველა დოკუმენტი უნდა იყოს ინგლისურ ენაზე და ორ
ეგზემპლარად. აპლიკანტმა მიმღებ უნივერსიტეტს
უნდა აცნობოს, რომ მისი კანდიდატურა წარდგენილია სტიპენდიაზე ქვეყნებს
შორის ორმხრივი მოლაპარაკების საფუძველზე.
საბუთების მიღება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში იწარმოებს 2011
წლის 15 აპრილამდე
საკონტაქტო პირი- თამარ მერაბიშვილი- უმაღლესი განათლების განვითერების
სამმართველოს მთავარი სპეციალისტი- ტელ: 832 318940; (132); ელ-ფოსტა: tmerabishvili@mes.gov.ge
დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ვებ-გვერდი http://www.mes.gov.ge/content.php?id=2034&lang=geo.