2015-09-29

შეხვედრა DAAD-ის თბილისის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელ დოქ. მარტინ პრაქსენტალერთან

მიმდინარე წლის 6 ოქტომბერს, 1 1 :00 სთ. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისისი სახელმწიფო უნივერსიტეტში (1 კორპუსი, მელიქიშვილის სახელობის აუდიტორია / 115) შეხვედრას გამართავს DAAD -ს თბილისის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი დოქ. მარტინ პრაქსენტალერი.

ჰუმანიტარული, ზუსტ და საბუნებისმეტყველო -, სოციალურ და პოლიტიკური -, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა, ასევე იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისთვის, დოქტორანტებისთვის, მეცნიერებისა და პროფესორ-მასწავლებლებისთვის წარმოდგენილი იქნება DAAD- ს სასტიპენდიო პროგრამები (2016-2017):

·          საზაფხულო ენის კურსი

(მე-2, 3 კურსელი ბაკალავრებისთვის, 1 კურსელი მაგისტრებისთვის);

·          სამაგისტრო პროგრამა ყველა სპეციალობისთვის ;
(მე-4 კურსელი ბაკალავრებისთვის);

  ·          სადოქტორო პროგრამა (დოქტორანტებისთვის);

·          სამეცნიერო სტაჟირება უნივერსიტეტის პროფესურისთვის
(ხანგრძლივობა 3 თვე)

პრეზენტაცია შედგება ინგლისურ ენაზე. შეკითხვების დასმა შესაძლებელი იქნება   ინგლისურ, გერმანულ და ქართულ ენებზე.  

Print

« იხ. ყველა სიახლე