ბეჭდვა |/ დახურვა
 
2019-01-17

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2018-2019 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში შიდა მობილობის პროცესის ადმინისტრირებასთან დაკავშირებული ვადების განსაზღვრის შესახებ

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2018-2019 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში შიდა მობილობის პროცესის ადმინისტრირებასთან დაკავშირებული ვადების განსაზღვრის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და  მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების,   56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის–ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" "ო" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტისა და სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2011 წლის 25 ივლისის N77/2011 დადგენილებით დამტკიცებული „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის“ მე-7 მუხლის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1.  საგანმანათლებლო  ერთეულის  მიერ  შიდა  მობილობის  წესით  საგანმანათლებლო პროგრამების ვაკანტური ადგილების ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის ვადა- 14 - 15 თებერვალი;
2.  შიდა  მობილობის წესით საგანმანათლებლო     ერთეულის/საგანმანათლებლო პროგრამის შეცვლის მსურველთა ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის ვადა - 18-21 თებერვალი;
3.    შიდა    მობილობის    შედეგების    ელექტრონულ    პორტალზე    გამოქვეყნება    -    22თებერვალი;
4.    საგანმანათლებლო ერთეულის მიერ სტუდენტებისათვის კრედიტების აღიარება - 22-26 თებერვალი;
5.  ხელშეკრულების    გაფორმება    საგანმანათლებლო    ერთეულის/საგანმანათლებლო პროგრამის შეცვლის მსურველებთან - 27-28 თებერვალი;
6.  საგანმანათლებლო   ერთეულის  მიერ   სასწავლო  პროცესის  მართვის დეპარტამენტისათვის შიდა მობილობის წესით გადასული სტუდენტების სიის წარდგენა - 1 მარტი;
7.  შიდა  მობილობის  წესით  სტუდენტების  გადასვლის  შესახებ  რექტორის  ბრძანების პროექტის მომზადება - 1 მარტი;
8.  ბრძანების    უნივერსიტეტის    ოფიციალურ    ვებგვერდზე    განთავსება    დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
9.  ბრძანების   ყველასათვის   ხელმისაწვდომ   ადგილზე   განთავსების   და   შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის     გადაცემის     უზრუნველყოფა     დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
10.  ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.





რექტორი                                    გიორგი შარვაშიძე 

Print

« იხ. ყველა სიახლე