2017-04-21
თუ
გაინტერესებთ საგანმანათლებლო და გაცვლითი პროგრამები, სავიზო
პროცედურები, თუ საგრანტო შესაძლებლობები ეწვიეთ აშშ-ის საელჩოს მიერ
ორგანიზებულ მეგობრობის ფორუმს.
ფორუმის ფარგლებში წარმოგიდგენთ
საგრანტო პროგრამებს, ამერიკაში სწავლის შესაძლებლობებს, საგანმანათლებლო
პროექტებსა და პარტნიორ ორგანიზაციებს.
ღონისძიება გაიმართება 23
აპრილს, 11:00-დან 18:00 საათამდე სასტუმრო თბილისი რუმსში (მ. კოსტავას
ქუჩა N14) და ეძღვნება ამერიკისა და საქართველოს დიპლომატიური
თანამშრომლობის 25 წლის იუბილეს.
„მეგობრობის ფორუმში“,
მონაწილეობს აშშ-ის საელჩოს საკონსულო განყოფილება, აშშ-ის საერთაშორისო
განვითარების სააგენტო (USAID) ათასწლეულის გამოწვევის კორპორაცია (MCC) და
ამერიკის სავაჭრო პალატა (AmCham) - ის პარტნიორი ორგანიზაციები
,
რომელთანაც მრავაწლიანი წარმატებული თანამშრომლობა გვაკავშირებს და
რომლებიც ახორციელებენ მსხვილ კულტურულ, საგანმანათლებლო,
სასოფლო-სამეურნეო თუ ახალგაზრდულ პროექტებს მთელი საქართველოს მასშტაბით.
საინფორმაციო გამოფენის პარალელურად, გაიმართება სემინარები სხვადასხვა
თემებზე, მათ შორის ამერიკის საგანმანათლებლო სისტემაზე. სტუდენტებს
მივაწვდით ინფორმაციას ამერიკაში სწავლის გაგრძელების შესაძლებლობებზე,
სასურველი უნივერსიტეტის მოძიებაზე, განაცხადის შევსებასა და დაფინანსების
მოპოვებაზე.
„მეგობრობის ფორუმი“ ერთ-ერთია იმ ღონისძიებათა
შორის, რომელიც გაიმართება საქართველოს სხვადასხვა ქალაქში
საქართველო-ამერიკის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავის
აღსანიშნავად. ღონისძიებათა ციკლი დასრულდება 29 აპრილს ოსკაროსანი
კომპოზიტორის, ჯონ ვილიამსის მუსიკის კონცეტრით. ბილეთების შეძენა
შესაძლებელია საიტზე www.biletebi.ge . 25 წლისთავის აღსანიშნავად დაგეგმილ ღონისძიებათა სრული სია შეგიძლიათ იხილოთ ამერიკის საელჩოს ფეისბუქის ღონისძიებების გვერდზე: https://www.facebook.com/
pg/tbilisi.usembassy/
events/
« იხ. ყველა სიახლე