ბეჭდვა |/ დახურვა
 
2014-11-01

სტუმრობს კორუნას (ესპანეთი) უნივერსიტეტის პროფ. დრ. ფერნანდო პენიას ვიზიტი თსუ-ში

გაცნობებთ, რომ ა/წ 3 ნოემბერს თსუ-ს სამუშაო ვიზიტით სტუმრობს კორუნას (ესპანეთი) უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობათა ოფისის ხელმძღვანელი, პროფ. დრ. ფერნანდო პენია.

ვიზიტის მიზანია უნივერსიტეტის თანამშრომლებთან შეხვედრა და 3 ნოემბერს 16 საათზე თსუ-ს სტუდენტებისათვის და აკადემიური პერსონალისათვის კორუნას უნივერსიტეტის შესახებ პრეზენტაციის ჩატარება.

ღონისძიება გაიმართება თსუ-ს პირველ კორპუსში, ივანე ჯავახიშვილის სახელობის აუდიტორიაში (ოთახი 107). 

სამუშაო ენა: ინგლისური.

Print

« იხ. ყველა სიახლე