ერაზმუს+ ინსტიტუციური განვითარების პროგრამის პროექტის „აკადემიური კეთილსინდისიერება საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ხარისხიანი სწავლებისა და სწავლისთვის“ (INTEGRITY) ფარგლებში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისი სახელმწიფო უნივერსიტეტი იწყებს სალექციო ციკლს, რომელზე ქართველი და უცოხელი ექსპერტებისა და მკვლევრების მიერ განხილული იქნება აკადემიური კეთილსინდისიერების ცალკეული თემები და საკითხები.
23 დეკემბერს 17:00 სთ (I კორპუსი, აუდიტორია N212) სალექციო ციკლს გახსნის გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის თბილისის ბიუროს ხელმძღვანელი, უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი გებჰარდ როილი. ლექციის თემაა "Good scientific practice – a perspective from Germany"/კარგი სამეცნიერო პრაქტიკა - გერმანიის პერპექტივით. შეხვედრის სამუშაო ენაა ინგლისური. სალექციო კურსი შეთავაზებულია სამაგისტრო და დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტთათვის.
რეგისტრაციის მიზნით გთხოვთ მიჰყვეთ ბმულს: