2020-06-27

დოქტორანტის ნინო ჩიქობავას სადისერტაციო ნაშრომის დაცვა.

2020 წლის 7 ივლისს გაიმართება თსუ მედიცინის ფაკულტეტის  სადოქტორო პროგრამის „კლინიკური და ტრანსლაციური მედიცინის“ დოქტორანტის ნინო ჩიქობავას სადისერტაციო ნაშრომის დაცვა.

სადისერტაციო ნაშრომის სათაური:აზოტის ოქსიდის როლი ჰიპერჰომოცისტეინემიით განპირობებული არტერიული ვაზომოტორული რეაქციების დარღვევაში (ექსპერიმენტული კვლევა თეთრ ვირთაგვებზე)“.
სამეცნიერო  ხელმძღვანელები: პროფესორი ნანა დორეული და საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი, პროფესორი ნოდარ მითაგვარია

სხდომა დანიშნულია 16:00-ზე. 
Print

« იხ. ყველა სიახლე