ბეჭდვა |/ დახურვა
 
2018-02-24

საქართველოს პარლამენტი, ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტთან (IDFI) თანამშრომლობით აცხადებს ახალგაზრდული იდეების კონკურსს - „შენი იდეა ღია პარლამენტისთვის“.

საქართველოს პარლამენტიევროკავშირისა (EU) და  გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით და  ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტთან (IDFI) თანამშრომლობით აცხადებს ახალგაზრდული იდეების კონკურსს -  „შენი იდეა ღია პარლამენტისთვის“.   

 

კონკურსის მიზანია: ღია პარლამენტის შესახებ ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება და 2018-2019 წლების სამოქმედო გეგმისთვის მათ მიერ მოფიქრებული და შერჩეული ვალდებულებების ინიცირება. 

 

კონკურსი საშუალებას აძლევს ახალგაზრდებს ჩაერთონ საქართველოს პარლამენტის საქმიანობაში და გაგვიზიარონ საკუთარი იდეები, თუ რა უნდა გააკეთოს პარლამენტმა, რათა იგი გახდეს უფრო ანგარიშვალდებული, მისი საქმიანობა კი უფრო გამჭვირვალე და ღია მოქალაქეთა ჩართულობისთვის. 


 

დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებ გვერდს.

Print

« იხ. ყველა სიახლე