2018-10-23

სამედიცინო კორპორაცია ევექსის „სტუდენტური პროგრამის“ პრეზენტაცია

სამედიცინო კორპორაცია ევექსი სტუდენტებს სთავაზობს ჯანმრთელობის დაზღვევის პროგრამას. ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამედიცინო კორპორაცია ევექსის „სტუდენტური პროგრამის“ პრეზენტაცია გაიმართება.
პროგრამა მოიცავს სტუდენტებისთვის უფასო დაზღვევას, სტიპენდიის პროგრამას, დასაქმებას და უნივერსიტეტის ღონისძიებების მხარდაჭერას.

პროგრამაში რეგისტრაცია ყველა სტუდენტისთვის უფასოა, პრეზენტაციის ფარგლებში დარეგისტრირებულ სტუდენტებს გადაეცემა საჩუქარი შემდეგი აქსესუარებიდან:

ზურგჩანთა
თერმო ჭიქა
ნაჭრის ჩანთა
ტელეფონის სამაგრი
წელის ჩანთა

პრეზენტაციას წარმოადგენენ:
ნათია კაპანაძე - ევექსის კომერციული პროექტების და გაყიდვების განყოფილების უფროსი
ეკა აბურჯანიძე- ევექსის გაყიდვების სამსახურის უფროსი 

შეხვედრა ადგილი:
24 ოქტომბერს 14:00 საათზე უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის 204 აუდიტორია

25 ოქტომბერს 14:00 საათზე უნივერსიტეტის I კორპუსის 115 აუდიტორია

 
Print

« იხ. ყველა სიახლე