თსუ მედიცინის ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამაზე „ტრანსლაციური და კლინიკური მედიცინა“, ცხადდება მიღება შემდეგ კვლევით თემატიკებზე:
1.
ენდოდონტიურ-პაროდონტოლოგიური დაზიანებების მკურნალობა ბაქტერიოფაგების გამოყენებით ბაქტერიულ ბიოაპკზე პირდაპირი ზემოქმედების გზით - 1 ადგილი (ხელმძღვანელი - პროფესორი ქ. გოგილაშვილი).
2.
ძვლის ქსოვილის რეგენერაციისა და ოსტეოინტეგრაციის ოპტიმიზაციის ახალი მეთოდი ღეროვანი უჯრედების გამოყენებით დენტალურ იმპლანტოლოგიაში - 1 ადგილი (ხელმძღვანელი - პროფესორი გ. მენაბდე).
3.
პირის ღრუს ეპითელური კიბოს მკურნალობა კომბინირებული - ქიმიოთერაპიული და მეზენქიმური ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაციის მეთოდებით - 1 ადგილი (ხელმძღვანელი - პროფესორი ქ. გოგილაშვილი).
4.
ძვლოვანი დეფექტის მიმართული რეგენერაცია ოსტეოპლასტიკური მასალის გამოყენებით - 1 ადგილი (ხელმძღვანელი - პროფესორი გ. მენაბდე).
5.
პაროდონტის დაავადებების და მდგომარეობების ეპიდემიოლოგიური კვლევა და მათი კავშირი მამოდიფიცირებელ ფაქტორებთან - 1 ადგილი (ხელმძღვანელი - პროფესორი ქ. გოგილაშვილი).
6.
ორალური კონტრაცეპტივების გავლენა ქალის პირის ღრუს ჯანმრთელობაზე და სტომატოლოგიური მომსახურების სტატისტიკური ანალიზი ჰორმონული ცვლილებების პერიოდში - 1 ადგილი (ხელმძღვანელი - პროფესორი ქ. გოგილაშვილი).
7.
ღრძილის რეცესიის აღდგენა ძვლის ტვინის ღეროვანი უჯრედებისა და ადამიანის ამნიონისაგან მიღებული დეცელულარიზირებული მემბრანის გამოყენებით - 1 ადგილი (ხელმძღვანელი - პროფესორი ქ. გოგილაშვილი).
8.
მეზენქიმიური ღეროვანი უჯრედების როლი ტკივილის ინტენსივობის და ფიზიკური აქტივობის მახასიათებლებზე პირის ღრუს კიბოს მკურნალობის დროს - 1 ადგილი (ხელმძღვანელი - პროფესორი ქ. გოგილაშვილი).
9.
ადამიანის პაპილომა ვირუსის როლი პირის ღრუს ბრტყელუჯრედოვანი კარცინომის განვითარებაში - 1 ადგილი (ხელმძღვანელი - პროფესორი ქ. გოგილაშვილი).
10.
მეზენქიმიური ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაციის როლი პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ეპითელური კიბოს პათოგენეზში - 1 ადგილი (ხელმძღვანელი - პროფესორი გ. მენაბდე).
11.
არატრადიციული ნარკოტიკული საშუალებებით გამოწვეული ყბის ძვლის ტოქსიკური ოსტეომიელიტი - 1 ადგილი (ხელმძღვანელი - პროფესორი გ. მენაბდე).
12.
ტრანზიტორულ რეცეპტორულ პოტენციალთა არხების როლი ტკივილის მოდულაციაში (ხელმძღვანელები - პროფესორი თ. კეზელი, პროფესორი მ. ცაგარელი ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრი).
13.
ქრონიკული ტონზილიტის ზემოქმედება სპერმატოზოიდების მორფო-ფუნქციურ პარამეტრებზე და მისი გავლენა უშვილობაზე - 1 ადგილი (ხელმძღვანელები - მ. ჯანგავაძე - თსუ მორფოლოგიის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ თანამშორემელი, მ. ადამია - თსსუ ასოცირებული პროფესორი)
14.
D ვიტამინის როლი პოლიცისტოზური საკვერცხეების სინდრომის დიაგნოსტიკასა და მკურნალობაში - 1 ადგილი (ხელმძღვანელი - პროფესორი ა. ხომასურიძე)
15.
ჰელიკობაქტერიები და ჰეპატო-ბილიური სისტემის პათოლოგიები - 2 ადგილი (ხელმძღვანელი - პროფესორი დ. კორძაია, რ. სოლომონია ილიაუნის პროფესორი)
16.
ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიათა სტრუქტურის ანალიზი საქართველოში - 1 ადგილი (ხელმძღვანელები - მ.ხუბუა ასოცირებული პროფესორი, დ.კეზელი)