ბეჭდვა |/ დახურვა
 
2019-06-24

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2019-2020 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში დოქტორანტურაში მიღების გამოცხადებისა და წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხის განსაზღვრის შესახებ

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2019-2020 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში დოქტორანტურაში მიღების გამოცხადებისა და წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხის განსაზღვრის შესახებ

,,უმაღლესი   განათლების   შესახებ“   საქართველოს   კანონის   22-ე   მუხლის   პირველი პუნქტის, 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" "ო" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტისა და „საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ" თსუ-ს აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის N57/2011 დადგენილების საფუძველზე,



ვბრძანებ:


1.  გამოცხადდეს მიღება სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2019-2020 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში თსუ-ს აკადემიური საბჭოს  2011     წლის     29     ივნისის     N57/2011     დადგენილებით     დამტკიცებულ დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებზე;

2. განისაზღვროს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში   2019-2020     სასწავლო     წლის     შემოდგომის     სემესტრისათვის დოქტორანტურაში მიღების ვადები:
ა) საბუთების მიღება - 24 ივნისი - 5 ივლისი და 26 აგვისტო - 2 სექტემბერი; ბ) გამოცდა უცხო ენაში - 4 სექტემბერი;
გ) გამოცდის შედეგების გამოცხადება - 6 სექტემბერი; დ) გამოცდის შედეგების გასაჩივრება - 9 სექტემბერი;
ე) აპელაციის შედეგების გამოცხადება - 10 სექტემბერი;
ვ) გამოცდა სპეციალობაში (წერითი კომპონენტი, იმ საგანმანათლებლო პროგრამების კანდიდატებისათვის, რომლებსაც მოეთხოვებათ სპეციალობის გამოცდის ჩაბარება) – 6 სექტემბერი;
ზ) გამოცდის შედეგების გამოცხადება - 9 სექტემბერი; თ) გამოცდის შედეგების გასაჩივრება - 10 სექტემბერი; ი) აპელაციის შედეგების გამოცხადება - 11 სექტემბერი;
კ) დარგობრივ კომისიასთან გასაუბრება - 12 - 13 სექტემბერი;
ლ) დარგობრივ კომისიასთან გასაუბრების შედეგები - 16 სექტემბერი;
მ) ხელშეკრულების გაფორმება დოქტორანტობის კანდიდატებთან  - 17 – 18 სექტემბერი
ნ) საგანმანათლებლო ერთეულების მიერ სასწავლო  პროცესის მართვის დეპარტამენტისათვის დოქტორანტობის კანდიდატთა სიის წარდგენა - 19 სექტემბერი; ო) ჩარიცხვის ბრძანების პროექტის მომზადება - 20 სექტემბერი.

3.  განისაზღვროს      თსუ-ს      ფაკულტეტების      მიმღებ      კომისიებში      წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა:
ა) განცხადება თსუ-ს რექტორის სახელზე; ბ) განმცხადებლის ავტობიოგრაფია (CV);
გ) მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დიპლომის დანართის დამოწმებული ასლი (თსუ-ს კურსდამთავრებულისათვის უნივერსიტეტის/შესაბამისი ფაკულტეტის მიერ, ხოლო სხვა შემთხვევაში - ნოტარიულად   დამოწმებული ასლი; 2019 წლის მაგისტრატურის კურსდამთავრებულთათვის ცნობა ხარისხის მინიჭების თაობაზე);
დ) ერთსაფეხურიანი, ხუთწლიანი, უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მაგისტრის აკადემიურ ხარისხთან გათანაბრების დამადასტურებელი საბუთი (სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული);
ე) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
ვ) სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელის თანხმობა; ზ) სავარაუდო სამეცნიერო ხელმძღვანელის თანხმობა;
თ)    უცხო    ენის    ცოდნის    დამადასტურებელი    საერთაშორისო    სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ი)   ქართული   ენის   B   2   დონეზე   ცოდნის   დამადასტურებელი   სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
კ) უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ლ)  წვევამდელის  სამხედრო-სააღრიცხვო  მოწმობის  ასლი  (ან  სამხედრო  ბილეთი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
მ) ფოტოსურათი (3X4) – ბეჭდური 2 ც. და ელექტრონული ვერსია CD-ზე; ნ) სხვა დოკუმენტი, თუ ასეთს ითვალისწინებს სადოქტორო პროგრამა.


6.  ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


რექტორი             გიორგი შარვაშიძე


N

სადოქტორო პროგრამის და კვლევითი თემის დასახელება

თემის ხელმძღვანელი

 ჩასარიცხ დოქტორანტთა რაოდენობა

სადოქტორო პროგრამა „კლინიკური და ტრანსლაციური მედიცინა“

1. 

ახალი ბიოლოგიური მარკერის  SST2 –ის როლი მარცხენა პარკუჭის სისტოლური დისფუნქციით გამოწვეული გულის უკმარისობის პროგნოზის განსაზღვრაში

ბ.წინამძღვრიშვილი

კ. ნადარაია

1

2.

ანტისიმსივნური თერაპიით ინდუცირებული კარდიოტოქსიურობის მართვა

ნ. შარაშიძე

2

3.

ანტიფოსფოლიპიდური სინდრომი და ათეროსკლეროზული კარდიოვასკულური დაავადების კლინიკური ასპექტები

ვ. ჭუმბურიძე,

ნ. კაკაურიძე

1

4. 

სულფარქტანტ პროტეინ– D(SPD)    და დისლიპიდემია როგორც გულის იშემიური დაავადებისა და ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების რისკი და პროგნოზის მარკერი

პ. მაჭავარიანი

ნ. კაკაურიძე

1

5.  

ბეტა–ბლოკატორების გავლენა მარცხენა პარკუჭის რემოდელირებაზე მიოკარდიუმის ინფარქტის დროს

ზ. ფაღავა,

მ .წვერავა

1

6.  

გულის დიასტოლური ფუნქცია და ფილტვის სონოგრაფული ცვლილებები გულის უკმარისობის დროს

მ. წვერავა

1

7.  

მენარხეს ასაკი და ურბანიზაციის ფაქტორის გავლენა ქართულ პოპულაციაში

მ. ხუბუა

1

8.   

კორონარული შუნტირებით პაციენტებში გულის ვეგეტატიური სარეგულაციო მექანიზმების თავისებურებანი

ა. ალადაშვილი

ზ. ბახუტაშვილი

1

9.  

ჰიპერტრიგლიცერიდემიის და დიაბეტური პერიფერიული ნეიროპათიის კონტროლი ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში

მ. ხუბუა,

რ. ყურაშვილი

1

10.  

პარკინსონის დაავადების საერთო გენომური შეფასება საქართველოს მოსახლეობაში

ა. ცისკარიძე

1

11.

ჰიპერჰიდროზით დაავადებულთა ცხოვრების ხარისხის განსაზღვრა და მკურნალობის მეთოდების ეფექტურობის შეფასება

გ. გალდავა,

თ. ქიტუაშვილი

1

12.   

ლიპიდური ცვლის პათოგენეზური როლი ვულგარული აკნეს მქონე პაციენტებში

გ. გალდავა,

თ. ქიტუაშვილი

1

13. 

საკვერცხის პოლიკისტოზის მქონე გვიანი რეპროდუქციული ასაკის ქალებში რეპროდუქციული პოტენციალის და ინვიტრო განაყოფიერების ეფექტურობის შეფასება

ჯ.ქრისტესაშვილი

1

14.

ფილტვის არაწვრილუჯრედული კიბოს მკურნალობისას გამოვლენილი გვერდითი მოვლენების გავლენა პაციენტის ცხოვრების ხარისხზე, სიცოცხლის ხანგრძლივობასა და დაავადების პროგრესირებაზე

თ. რუხაძე,

დ. ლომიძე,

შ. გოგიშვილი

1

15. 

ფილტვის არაწვრილუჯრედოვანი კიბოთი დაავადებულ პაციენტთა სიცოცხლის ხარისხის შედარებითი შეფასება ქიმიოთერაპიით ან იმუნოთერაპიით, ან კომბინირებულ ქიმიოთერაპია/იმუნოთერაპიით მკურნალობის დროს და დაავადების გლობალური ტვირთის განსაზღვრა სიცოცხლის წლების შეზღუდული შესაძლებლობის ( DALY)   მაჩვენებლის გამოყენებით

თ. რუხაძე,

ქ. მელაძე

1

16.

გულსისხლძარღვთა დაავადებების გავრცელება, მიმდინარეობის და მართვის თავისებურებები და გამოსავლები აივ/შიდსით ავადმყოფებში საქართველოში

თ. ცერცვაძე

1

17.  

ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის გავრცელება, მიმდინარეობის და მართვის თავისებურებები და გამოსავლები აივ/შიდსით ავადმყოფებში საქართველოში

თ. ცერცვაძე

1

18.  

HBV   ინფექციის გავრცელება, მიმდინარეობა, მართვა  და გამოსავლები აივ/შიდსით ავადმყოფებში საქართველოში

თ. ცერცვაძე

1

19.

უცნობი ეტიოლოგიის ცხელება, გავრცელება, მიმდინარეობა, მართვა და გამოსავლები საქართველოში

თ. ცერცვაძე

1

20.  

ჰიპოფიზის ადენომექტომიის შემდგომი მდგომარეობის მართვის თავისებურებები და მკურნალობის სტანდარტიზაცია

ე. გიორგაძე

1

21.  

ჰიპოპარათირეოზის წყალმარილოვანი ცვლის მაჩვენებლები პოსტოპერაციული ჰიპოთირეოზის მქონე პაციენტებში საქართველოს პოპულაციის ცენტრებში და მათი მკურნალობის სტანდარტიზაცია

ე. გიორგაძე

1

22. 

მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფიის როლი სწორი ნაწლავის ონკოლოგიური დაავადების სტადირებასა და მკურნალობის შედეგების შეფასებაში

ს. კახაძე

1

23.

სხვადასხვა ქირურგიული ტექნიკით შესრულებული კრიოამნიონგადანერგილი რქოვანას კლინიკო–ლაბორატორიული და მორფოლოგიური დახასიათება

დ. კორძაია,

ნ. კარანაძე

1

24.

ფილტვის არაწვრილუჯრედული კიბოს მკურნალობისას გამოვლენილი გვერდითი მოვლენების გავლენა პაციენტის ცხოვრების ხარისხზე, სიცოცხლის ხანგრძლივობასა და დაავადების პროგრესირებაზე

თ. რუხაძე,

დ. ლომიძე,

შ. გოგიშვილი

1

25. 

ენდოცისტოსკოპიის შესაძლებლობები მსხვილი ნაწლავის ნეოპლაზიური დაზიანებების ადრეულ დიაგნოსტიკაში

მ. გურგენიძე

1

26.  

D   ვიტამინის დეფიციტის გავლენა პროლაქტინის სეკრეციაზე რეპროდუქციული ასაკის ქალებში

ჯ.ქრისტესაშვილი

ქ. ასათიანი

1

27.  

სამგანზომილებიანი ბიოთავსებადი ნანოგელი, როგორც წამლის კონტროლირებადი მიწოდების სისტემა

მ. კაკაბაძე,

თ. რუხაძე

1

28. 

ვერცხლის ნანონაწილაკების გამოყენების ეფექტურობისა და უსაფრთხოების შესწავლა რეზისტენტული ტუბერკულოზის სამკურნალო რეჟიმებში შემავალ მედიკამენტებთან კომბინაციაში

გ. ფიჩხაია ნ. ქირია

2

29.  

ადენომიოზი და რეპროდუქციული ფუნქცია

ა. გვენეტაძე

1

30.  

გასტროდუედენალური სისხლდენის ენდოვასკულარული ქირურგია

ა. ღირდალაძე

1

31.  

სარევე ჯირკვლის კიბოს მორფოლოგიის თანამედროვე ალგორითმები

თ. ჯორბენაძე

1

32.  

ჰისტეროსკოპიის როლი უნაყოფობის დიაგნოსტიკასა და მკურნალობაში

ჯ. ქრისტესაშვილი

2

33.  

ანდროგენების თერაპიის გავლენა უშვილო ქალთა რეპროდუქციულ პოტენციალზე

ჯ. ქრისტესაშვილი

1

34.  

მარცხენა პარკუჭის ჰიპერტროფია და გეომეტრია პაციენტებში მაღალი ნორმალური წნევით და სხვადასხვა ხარისხის ესენციური ჰიპერტენზიით

მ. წვერავა

1

35. 

არაობსტრუქციული გულის იშემიური დაავადება კლინიკურ პრაქტიკაში

ა. ალადაშვილი

1

36.

ანეუპლოიდების პრეიმპლანტაციური გენეტიკური კვლევის ბიოფსიის გავლენა ემბრიონის ხარისხსა და ორსულობის გამოსავალზე

ჯ. ქრისტესაშვილი

1

37. 

სისხლში მოცირკულირე მიკრო-რნმ–ების დიაგნოსტიკური და პროგნოზული ღირებულება გულის იშემიური დაავადების დროს

მ. ჯანგავაძე,


1

38.  

საფეთქელქვედა ყბის სახსრის დისფუნქცია – პრევენცია და მკურნალობის ოპტიმიზაცია

შ. ფარულავა

1

39.  

სტომატოლოგიური სტატუსის ცვლილებები და მათი პრევენცია ორთოდონტიული მკურნალობის დროს.

მ. კალანდაძე,

ო. დარჯანია

2

40.  

პაროდონტის დაავადებათა მკურნალობის და პრევენციის ოპტიმიზაციის გზები

მ. კალანდაძე

1

41.  

მაგარი ქსოვილების ცეფალომეტრია. რიკეტსის, მაკნამარას და შტეინერის ცეფალომეტრიული პარამეტრების შედარებითი დახასიათება და არსებული მეთოდიკების უპირატესობანი

ო. დარჯანია

2

სადოქტორო პროგრამა „საზოგადოებრივი ჯანდაცვა და ეპიდემიოლოგია“

42. 

ზოონოზური და ვექტორებით გადაცემადი დაავადებების პრევენციის მიზნით გეოგრაფიული ინფორმაციული სისტემების (გის) გამოყენება, რომლის დროსაც მოხდება აღნიშნული დაავადებების ეპიდემიოლოგიური ანალიზი და გავრცელების პროგნოზირება გის მეთოდების საშუალებით.

პ. იმნაძე

2

43. 

სასწრაფო სამედიცინო დახმარება და მისი განვითარების პერსპექტივები საქართველოში. ადგილობრივი მმართველობის როლი სსდ განვითარების საქმეში

ნ. ყაზახაშვილი

1

44. 

საქართველოში ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლის მექანიზმების ეფექტურობა, მწვავე მოწამვლათა გავრცელება და მათი თავისებურებები „ნარკომანიით დაავადებულ პაციენტთა მკურნალობის“ სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციარებში

ნ. ყაზახაშვილი

1

45. 

საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის ორი მოდელის შედარება, ციტოლოგია (პაპ ტესტი) / HPV   ტესტირება

ნ. ჩიხლაძე,

თ. ალიბეგაშვილი

1

46.

დამწვრობით გამოწვეული დაზიანებების ეპიდემიოლოგია საქართველოში დამწვრობის ეროვნული ცენტრის მონაცემების მაგალითზე

ნ. ჩიხლაძე

1

47. 

ბავშვთა და მოზარდთა ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების საჭიროების კვლევა

ნ. ჩიხლაძე

1

 

 

 

Print

« იხ. ყველა სიახლე