ბეჭდვა |/ დახურვა
 
2010-08-19

დოქტორანტურაში ჩაბარების მსურველთა საყურადღებოდ

2010–2011 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტურაში  მისაღები კონკურსის  მნიშვნელოვანი თარიღები

ვადები:
  • დოქტორანტურაში სწავლის მსურველთა საბუთების მიღება –   30 აგვისტო – 10 სექტემბერი
  • საკონკურსო გამოცდა უცხო ენაში (ინგლისური ენა, ფრანგული ენა, გერმანული ენა) –  16 სექტემბერი
    სააპელაციო განცხადებების მიღება – 17–20 სექტემბერი,  თსუ–ს კანცელარიაში (მეორე კორპუსი)
  • აპელაცია  – 21  სექტემბერი
  • კომისიასთან გასაუბრება შედგება – 22-27 სექტემბერი.

საბუთების მიმღები კომისიის მისამართი:

  • მედიცინის ფაკულტეტი – ი. ჭავჭავაძის გამზ. № 5, თსუ სამკურნალო-დიაგნოსტიკური ცენტრის /ყოფილი “ლეჩკომბინატის”/ ტერიტორია, შესასვლელი ეზოდან.   
საბუთების ჩამონათვალი :
  • განცხადება თსუ რექტორის სახელზე;
  • განმცხადებლის ავტობიოგრაფია (CV);
  • მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის დამოწმებული ასლი;
  • პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
  • სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელის თანხმობა-დასაბუთება;
  • სავარაუდო ხელმძღვანელის დასაბუთებული შუამდგომლობა;
  • უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატის დამოწმებული ასლი;
  • ქართული ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატის დამოწმებული ასლი, ასეთის არსებობის შემთხვევაში, თუ მისთვის ქართული არ არის მშობლიური ენა და სწავლის გაგრძელება სურს ქართულენოვან სადოქტორო პროგრამაზე;
  • ახსნა-განმარტება იმის თაობაზე, რომ განმცხადებელი არ ირიცხება სხვა საგანმანათლებლო დაწესებულების დოქტორანტურაში (ან უარი არ ეთქვა სხვა უმაღლეს სასწავლებე;ლში დოქტორანტურაში მიღებასა და/ან მის მიერ შერჩეული თემის დამუშავებაზე).
 
        (შენიშვნა: კონკურსანტს წარმოდგენილი საბუთები კონკურსის დამთავრების შემდეგ უკან აღარ უბრუნდება).



Print

« იხ. ყველა სიახლე