2011-12-13

სტიპენდიები სამედიცინო განათლების პირველი საფეხურის სტუდენტებისთვის

სტიპენდიები სამედიცინო განათლების პირველი საფეხურის  სტუდენტებისთვის

ცხადდება "ნიჭიერ სტუდენტთა ფინანსური წახალისების კონკურსში" მონაწილეობის მსურველთა საბუთების მიღება!

სტიპენდიის მიღების მსურველმა მხოლოდ იმ სტუდენტებმა, რომელთაც წინა სემესტრში მაღალი აკადემიური მოსწრების გარდა მიღებული აქვთ მონაწილეობა კონფერენციებში და/ან გამოქვეყნებული აქვთ ნაშრომი უნდა წარადგინონ:

1) პირადი განცხადება
მედიცინის ფაკულტეტის დეკანის სახელზე;

2) პირადობის მოწმობის ასლი;

3) წინა სემესტრის განმავლობაში ჩატარებულ კონფერენციებში მონაწილეობის/გამარჯვების დამადასტურებელი სერთიფიკატის ასლი;

4) გამოქვეყნებული ნაშრომის ქსეროასლი სადაც ნაჩვენები იქნება კრებულის დასახელება, კრებულის სარჩევი, ნაშრომის სათაური, გამოცემის ადგილი და პერიოდი;

5) საბანკო რეკვიზიტი ლიბერთი ბანკიდან პირადი სტუდენტური ანგარიშის ნომრის მითითებით (განცხადებაში ასევე მიუთითეთ აქვს თუ არა პლასტიკურ ბარათს მოქმედების ვადა ამოწურული).

საბუთების მიღების ბოლო ვადაა 2011 წლის 16 დეკემბერი, 17:00 სთ.

საბუთების მიღება იწარმოებს
მედიცინის ფაკულტეტის დეკანატში.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის 5; ტელ: 2913125

მედიცინის ფაკულტეტის ადმინისტრაცია

 

Print

« იხ. ყველა სიახლე