ბეჭდვა |/ დახურვა
 
2013-02-21

თსუ მედიცინის ფაკულტეტი განათლების ფორუმზე

2013 წლის 16 და 17 თებერვალს თბილისში საგამოფენო ცენტრი „ექსპო-ჯორჯიის“ მე-11 პავილიონში ორი დღის განმავლობაში ჩატარდა განათლების ფორუმი, სადაც უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა საკუთარი პროგრამები წარმოადგინეს.
განათლების ფორუმზე მონაწილეობა მიიღო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის წარმომადგენლებმა, ტემპუსის პროგრამების „საზოგადოებრივი ჯანდაცვისა  და სოციალური  სამსახურის  სამაგისტრო პროგრამები“ (511303-TEMPUS-1-2010-1-UK-TEMPUS-JPCR) და  “სამედიცინო განათლების მოდერნიზაცია ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლო ქვეყნებში” – MUMEENA-(516664-TEMPUS-1-2011-1-UK-TEMPUS-JPCR) მონაწილეებმა ნინო ჩიხლაძემ, მაკა ჯორბენაძემ.
პროექტების წარმომადგენლებმა ყველა დაინტერესებულ პირს მიაწოდეს მათთვის საჭირო და აუცილებელი ინფორმაცია, პასუხი გასცეს აბიტურიენტთა და სტუდენტთა შეკითხვებს,  დაარიგეს სპეციალურად სამაგისტრო პროგრამისთვის  ,,საზოგადოებრივი ჯანდაცვა’’  მომზადებული და დაბეჭდილი სარეკლამო ფლაიერები, და საგანმანათლებლო პროგრამაში  ,,მედიცინა’’ ტემპუსის პროექტის “სამედიცინო განათლების მოდერნიზაცია ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლო ქვეყნებში” – MUMEENA-(516664-TEMPUS-1-2011-1-UK-TEMPUS-JPCR) ფარგლებში  განხორციელებული  პროგრესული ცვლილებების შესახებ ამასახველი ბუკლეტები და საგაზეთო ჩანართი.
თსუ მედიცინის ფაკულტეტის საგანმანათლებლო პროგრამებმა და ტემპუსის საერთაშორისო პროგრამის ფარგლებში განხორციელებულმა ინოვაციებმა საგამოფენო ცენტრში განათლების ფორუმის სტუმრებს შორის დიდი ინტერესი გამოიწვია.





Print

« იხ. ყველა სიახლე