2015-12-14

საგანმანათლებლო ასოციაცია ჰერა XXI-ს სესია-სემინარი რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების საკითხებზე

15 დეკემბერს 13:00 თსუ მედიცინის ფაკულტეტზე (მისამართი: მედიცინის ფაკულტეტის დეკანატი, ჭიაურელის 2, მე-3 სართული) საგანმანათლებლო ასოციაცია ჰერა XXI, რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების საკითხებზე გამართავს სესია-სემინარს.

სტუდენტებს მიეწოდებათ ინფორმაცია ჯანსაღი ცხოვრების წესზე, რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე, რეპროდუქციულ უფლებებზე, გენდერულ თანასწორობაზე, მოხალისეობის პრინციპსა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების პრევენციის პროცესში ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობაზე.

სესია-სემინარს ჩაატარებენ ჰერა XXI-ეს ექიმი-რეპროდუქტოლოგი, მეცნიერებათა დოქტორი მაია პარკაული და ასოციაციის თანასწორ - განმანათლებელი ნინო ცქიფურიშვილი.
Print

« იხ. ყველა სიახლე