2016-01-18

ივანე ჯავახიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილ 2016 წლის სამეცნიერო ფორუმისათვის სამეცნიერო ნაშრომის შერჩევის მიზნით თსუ-ის მედიცინის ფაკულტეტზე ცხადდება კონკურსი

ივანე ჯავახიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილ 201 6 წლის სამეცნიერო ფორუმისათვის სამეცნიერო ნაშრომის შერჩევის მიზნით თსუ-ის მედიცინის ფაკულტეტზე ცხადდება კონკურსი

 

      თსუ-ის   რექტორის   2015 წლის 07 დეკემბრის №: :218/01-01 ბრძანების შესაბამისად, 2016 წლის 23 აპრილს   ტარდება   ივ. ჯავახიშვილის   ხსოვნისადმი   მიძღვნილი   სამეცნიერო   ფორუმი .   

       აღნიშნულ   ფორუმში აკადემიური   პერსონალის   მონაწილეობისათვის, თსუ-ის  რექტორის   2013 წლის   25   ნოემბრის # 150/01–01   ბრძანებით დამტკიცებული „ივ. ჯავახიშვილის   ხსოვნისადმი მიძღვნილი   ყოველწლიურ   სამეცნიერო   ფორუმში   მონაწილეთა   განსაზღვრის   წესის“ თანახმად,   გთხოვთ,   თანდართული   ფორმების   მიხედვით   წარმოადგინოთ   2013–2015 წლებში   გამოქვეყნებული   პუბლიკაციები, ასევე საკონკურსო მოხსენება.  

წარმოდგენილი   მასალების საფუძველზე,   თსუ-ის   რექტორის 2016 წლის   14   იანვრის   # 03/01–01   ბრძანებით   დამტკიცებული   კომისია ფორუმში   მონაწილეობისათვის   შეარჩევს   საუკეთესო   მკვლევარს (ან   მკვლევართა   ჯგუფს).  

მასალები კომისიაში   წარმოდგენილი   უნდა   იქნას   არაუგვიანეს 2016 წლის   29   თებერვლისა (მისამართი: ჭიაურელის ქ. 2, III სართული, ოთახი #38).

 

მედიცინის ფაკულტეტის საბჭო
(2016 წლის 15 იანვრის #61 სხდომის გადაწყვეტილება)


დანართი 1

დანართი 2

Print

« იხ. ყველა სიახლე