ბეჭდვა |/ დახურვა
 
2012-04-09

სემინარების ციკლი თემაზე „ადამიანის უფლებები და სამედიცინო მომსახურება-საერთაშორისო სტანდარტები“

გთავაზობთ სემინარების ციკლს თემაზე „ადამიანის უფლებები და სამედიცინო მომსახურება-საერთაშორისო სტანდარტები“.

თემატიკა: ადამიანის უფლებები,ძირითადი ცნებები,პაციენტთა უფლებები,უფლება ჯანმრთელობაზე,პაციენტის ინფორმირებული თანხმობა,მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენლები და მათი უფლებები,ავტონომია და პაციენტისათვის ინფორმაციის მიწოდება.

სემინარები შემუშავებულია ადამიანის უფლებათა ჰელსინკის ფონდის მიერ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან და ჯანდაცვის ხარისხის საქართველოს ასოციაციასთან თანამშრომლობით პოლონურ-ამერიკული თავისუფლების ფონდის პროგრამის „გარდაქმნები რეგიონში Rita“ და ფონდი „განათლება დემოკრატიისათვის“ ფინანსური მხარდაჭერით.

განრიგი:
სემინარების ხანგრძლივობა: სემინარები ჩატარდება 2012 წელის 13-15 მაისს, 9:30 საათიდან 17:30 საათამდე, რუსულ ენაზე.

ღირებულება: სემინარებში მონაწილეობის მიღება უფასოა.

სემინარები ჩატარდება თსუ პირველ კორპუსში. აუდიტორია დაზუსტდება მოგვიანებით.

სემინარებში მონაწილეობა შეუძლიათ: პრაქტიკოს ექიმებს, ექთნებს, მენეჯერებს.

სააპლიკაციო პროცედურა: სემინარებში მონაწილეობის მსურველებმა უნდა გამოაგზავნონ მოტივაციის წერილი და CV (ელ. ვერსიები) შემდეგ მისამართზე: მაკა ჯორბენაძე  E-mail: makajorb@yahoo.com    

განაცხადის შეტანის ბოლო ვადაა: 30 აპრილი 2012 წ.


სემინარების მეორე ციკლი ჩატარდება 2012 წელის 25-27 ივნისს. მეორე ცილკი გააგრძელებს თემატიკას ჯანდაცვაში ადამიანის უფლებების შესახებ.

სემინარების  დასრულების შემდეგ მსმენელებს გადაეცემათ სერთიფიკატი. 

იხილეთ პროგრამა...

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მედიცინის ფაკულტეტი.
მისამართი: ჭავჭავაძის გამზ.5, თბილისი 0179, საქართველო

Print

« იხ. ყველა სიახლე