2019-04-04

სტუდენტთა საყურადღებოდ

ძვირფასო სტუდენტებო,

როგორც მოგეხსენებათ, თსუ მედიცინის ფაკულტეტის პროგრამები 2020 წელს წარსდგება საერთაშორისო აკრედიტაციის მოსაპოვებლად. ამავე წელს ფაკულტეტზე ოფიციალურად ამოქმედდება OSCE-ის (ობიექტზე სტრუქტურირებული კლინიკური გამოცდა) სისტემა. 

მიმდინარე სემესტრში თსუ მედიცინის ფაკულტეტი აწყობს OSCE-ის  პილოტურ გამოცდას დისციპლინებში - შინაგან დაავადებათა პროპედევტიკა, შინაგანი დაავადებები, პედიატრია.

გამოცდის ორგანიზებისათვის აუცილებელია III-IV კურსების სტუდენტების დახმარება. 

მსურველებს გთხოვთ 20 აპრილამდე დარეგისტრირდეთ შემდეგ მისამართზე:

https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLScYbK5RUDatWEYQVY6N71BvyWm6aijfDKcHyI79bW4eN2nI2g/viewform?usp=sf_link

სახელი, გვარი, პირადი ნომერი, ტელეფონი;

კურსი (სემესტრი)

ელექტრონული ფოსტა.

(სასურველია ინგლისური ენის ცოდნა).

შერჩეულ ჯგუფ(ებ)ს ჩაუტარდება  გამოცდის მსვლელობასთან დაკავშირებული სასწავლო მეცადინეობების კურსი. 

თსუ მედიცინის ფაკულტეტის ადმინისტრაცია


Print

« იხ. ყველა სიახლე