2020-09-12

პირველკურსელთა საყურადღებოდ!

ძვირფასო პირველკურსელებო,
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე!
გილოცავთ სასწავლო წლის დაწყებას!
Covid19-ისგამო, თქვენი უსაფრთხობის მიზნით, თსუ გადადის შერეული სწავლების მოდელზე, რაც გულისხმობს დისტანციური (,,ონ-ლაინ“) და სააუდიტორიო მეცადინეობების მონაცვლეობას. ამასთანავე, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა დასპორტის მინისტრისბრძანებიდან გამომდინარე, სასწავლო პროცესი 2020 წლის პირველ ოქტომბრამდე წარიმართება მხოლოდ დისტანციურ რეჟიმში. 
აღნიშნულის გამო,  შეხვედრა ფაკულტეტის ადმინისტრაციასთან, რომელიც დაგეგმილი იყო უნივერსიტეტის Ⅰკორპუსის ეზოში, ჩანაცვლდა ონ-ლაინ შეხვედრით „Zoom-ის” პლატფორმის გამოყენებით. ელექტრონულ ფოსტაზე მიიღებთ ბმულს, რომლის მეშვეობითაც შეძლებთ შეხვედრაზე დასწრებას ორშაბათს, 14 სექტემბერს 11 საათზე. გთხოვთ,სისტემაში შემობრძანდეთ 10:45- 11:00 დროის ინტერვალში.
ლექცია/სემინარები დაიწყება 15 სექტემბრიდან და ელ. ფოსტაზე ლექტორებისგან მიიღებთ შესაბამის ბმულებს.
შეხვედრის და ლექციების ბმულს მიიღებთ ახალი ფოსტის მისამართზე, რომელიც უნივერსიტეტმა შექმნა თითოეული თქვენგანისთვის. ფოსტით სარგებლობა რომ შეძლოთ, აუცილებელია შეხვიდეთ lms.tsu.ge  - ის თქვენს გვერდზე, სადაც მითითებულია ახალი ფოსტის მისამართი და პაროლი. შემდგომ  შეხვალთ www.gmail.com - ზე  შეიყვანთ ფოსტის მისამართს და პაროლს და  ფოსტა გააქტიურდება. 
შეხვედრის ბმულებს და ნებისმიერ ოფიციალურ ინფორმაციას მიიღებთ მხოლოდ ამ ფოსტის მეშვეობით.

გისურვებთ წარმატებულ სტუდენტობას!
თსუ-ის მედიცინის ფაკულტეტის ადმინისტრაცია.

Print

« იხ. ყველა სიახლე