ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტი გიწვევთ პირველ ონლაინ კონფერენციაზე ,,ტრავმატიზმის და ძალადობის პრევენცია 2020 წლის 20 ივნისს 12.00 საათზე. კონფერენციის თემატიკას წარმოადგენს ტრავმატიზმის და ძალადობის პრევენციასთან დაკავშირებული მულტიდისციპლინური საკითხები.
კონფერენციაში მონაწილეობა შეუძლიათ თემატიკით დაინტერესებულ პროფესიონალებს, აკადემიურ პერსონალს, სტუდენტებს. კონფერენციაში მონაწილეობა შესაძლებელია ორი ფორმატით: მომხსენებელი და მსმენელი. მონაწილეობის შესაბამისად გაიცემა მომხსენებლის ან მსმენელის სერტიფიკატი (ელ. სახით).
მომხსენებლის ფორმატში მონაწილეობის მსურველმა რეგისტრაციის პროცესში უნდა ატვირთოს აბსტრაქტი (მოცულობა 350 სიტყვა).
იხილეთ რეგისტრაციის
ლინკი. რეგისტრაციის ვადაა 10 ივნისი. მომხსენებელთა რაოდენობა შეზღუდულია.
კონფერენციის საბოლოო პროგრამა და სხვა დეტალები მოგვიანებით განთავსდება თსუ მედიცინის ფაკულტეტის ვებ-გვერდზე.
კონფერენცია ორგანიზებულია ფოგარტის საერთაშორისო ცენტრის (აშშ) მიერ დაფინანსებული პროექტების iCREATE და INITIatE მონაწილე თსუ აკადემიური პერსონალის და დოქტორანტების მიერ. დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ პროფესორ ნინო ჩიხლაძეს E-mail: nino.chikhladze@tsu.ge
დოქტორანტ ნინო ჩხაბერიძეს E-mail: nino.chkaberidze@tsu.ge
დოქტორანტ ეკა ბურკაძეს E-mail: eka.burkadze@tsu.ge