2018-05-11

ახალგაზრდა მკვლევართა სამეცნიერო კონფერენცია ,,საზოგადოებრივი ჯანმრთელობა და კეთილდღეობა’’

ახალგაზრდა მკვლევართა სამეცნიერო კონფერენცია ,,საზოგადოებრივი ჯანმრთელობა და  კეთილდღეობა’’
კონფერენცია ეძღვნება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის 
სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის იუბილეს.

თსუ მედიცინის ფაკულტეტი  იწყებს განაცხადების მიღებას სამეცნიერო კონფერენციისთვის ,,საზოგადოებრივი ჯანმრთელობა და კეთილდღეობა.’’
კონფერენციის ძირითადი თემატიკაა: ტრავმატიზმისა და ძალადობის პრევენცია.

ახალგაზრდა მკვლევართა სამეცნიერო კონფერენცია გაიმართება 2018 წლის 7 ივლისს  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 
კონფერენციის მოხსენებების ძირითადი თემატიკა მოიცავს ტრავმატიზმისა და ძალადობის პრევენციას, ტრავმატიზმთან და ძალადობასთან ასოცირებული დაზიანებებისა და რისკ-ფაქტორების გათვალისწინებით მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლებასა და პრობლემების გადაჭრის გზების ძიებას. გარდა ამისა, კონფერენციის თემატიკა ასევე მოიცავს მოსახლეობის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობასთან დაკავშირებულ სხვა პრობლემატურ საკითხებსაც.

კონფერენციის სამუშაო ენა: ქართული.

კონფერენციის მონაწილეები და თეზისები: კონფერენციაზე წარსადგენად მიიღება  ახალგაზრდა მკვლევარების  (მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტების, ასევე პოსტდოქტორანტებისა და სხვა ახალგაზრდა მკვლევარების) მოხსენებები. კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ  დარგის პროფესიონალებს და თემატიკით დაინტერესებულ პირებს. 
კონფერენციაში მონაწილეობის ტიპი: (ზეპირი ან/და სასტენდო მოხსენება)      
 თითოეულ მომხსენებელს დაეთმობა ნახევარი საათი (მოხსენება - 20 წთ., დისკუსია - 10 წთ.) 

გთხოვთ, მომხსენებლებლად  მონაწილეობის მსურველებმა მოხსენებების თეზისები გააგზავნოთ 2018 წლის 10 ივნისამდე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:  gvantsa.dadiani6079@med.tsu.edu.ge 
სამეცნიერო კომიტეტის გადაწყვეტილება თეზისის კონფერენციაზე მოხსენების მიღების შესახებ მონაწილეებს გაეგზავნებათ 2018 წლის 20 ივნისამდე.

თეზისებთან ერთად წარმოდგენილი უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია მომხსენებლის შესახებ: 
სახელი და გვარი;
დაწესებულება/სასწავლო ორგანიზაცია და სტატუსი/ხარისხი;
საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონი და ელ.ფოსტა);
მოხსენების სრული სათაური; 
იმ შემთხვევაში, თუ მოხსენებას წარმოადგენს სტუდენტი, მითითებულ უნდა იქნას სამეცნიერო ხელმძღვანელის/რეკომენდატორის სახელი, გვარი და საკონტაქტო მონაცემები.
თსუ-ს სტუდენტების მიერ წარდგენილი საუკეთესო პოსტერების დაბეჭდვა უზრუნველყოფილი იქნება პროექტის ბიუჯეტით.
გთხოვთ, მსმენელად მონაწილეობის მსურველებმა  2018 წლის 20 ივნისამდე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:  gvantsa.dadiani6079@med.tsu.edu.ge 
გააგზავნოთ შემდეგი ინფორმაცია:
სახელი და გვარი;
დაწესებულება/სასწავლო ორგანიზაცია და სტატუსი/ხარისხი ან დაწესებულება. 
თანამდებობა
საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონი და ელ.ფოსტა);

კონფერენციის დასრულების შემდეგ გაიცემა მასში მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები. კონფერენციაზე წარდგენილი  მოხსენებები, მათი რეცენზირების შემდეგ, დაიბეჭდება კრებულის სახით. 
საკონფერენციო მოხსენებების  წარმოდგენის ბოლო ვადა  -  10 ივნისი, 2018 წელი,
მსმენელად მონაწილეობის დარეგისტრირების ბოლო ვადა -  20 ივნისი, 2018 წელი,
დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით: 
საკონტაქტო პირები:
 გვანცა დადიანი      ტელ: 551 57 55 57,  ელ. მისამართი: gvantsa.dadiani6079@med.tsu.edu.ge
 ნინო ჩხაბერიძე       ტელ:  591 93 33 44,  ელ. მისამართი:  ninoch81@gmail.com 
  ნია ხაჩიძე                 ტელ:   598 15 95 65, ელ.მისამართ: nia_khacho@yahoo.com 

Print

« იხ. ყველა სიახლე