2018-06-12

დოქტორანტობის კანდიდატთა საყურადღებოდ!

2018-2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ცხადდება მიღება შემდეგ სადოქტორო პროგრამებზე (  ბრძანება ვაკანტური ადგილების შესახებ №107/01-01, 10.05.2018). 

ვაკანტური ადგილები ცხადდება შემდეგ კვლევით თემებზე:

1.  გულის რიტმის სხვადასხვა დაღვევების დროს ელოქტრული მოწყობილობების იმპლანტაციის  გავლენა პაციენტების ცხოვრების ხარისხზე (ხელმძღვანელი - პროფესორი ალ. ალადაშვილი);
2.  ახალი ქაფწარმომქმნელი პრეპარატების გამოყენება და მათი ეფექტურობა Helicobacter pyloris ინფექციის ერადიკაციისთვის (ხელმძღვანელები - პროფესორები მ. კილაძე და ა. ბაკურიძე);
3.  ეთნოკულტურული წანამძღვარების გავლენას შიზოფრენიით დაავადებულთა ბოდვითი იდეების შინაარსსა და სტრუქტურაზე  (ხელმძღვანელი - პროფესორი ნ. ოკრიბელაშვილი) 
4.  ჰიპოქსიურ-იშემიური ენცეფალოპათიის მქონე ახალშობილთა თერაპიული ჰიპოთერმიით მართვის შემდგომი გამოსავალი (ხელმძღვანელი - პროფესორი რ. ქარსელაძე);
5.  კუჭისა და 12–გ. ნაწლავის წყლულოვანი დაავადების სისხლდენით გართულებული ფორმების მკურნალობის ტაქტიკის სრულყოფა ანტიჰელიკობაქტერული თერაპის მიღწევათა ფონზე (ხელმძღვანელი - ასოცირებული პროფესორი ა. ღირდალაძე);
6.  ანტისიმსივნური თერაპიით ინდუცირებული კარდიოტოქსიურობის მართვა (ხელმძღვანელი - პროფესორი ნ. შარაშიძე);
7.  საავადმყოფოების რეანიმაციულ განყოფილებებში ხელოვნურ სუნთქვაზე მყოფი პაციენტების ფილტვის გართულებების შემცირება: დახურული სასანაციო სისტემების, რესპირატორული თერაპიისა და ვენტილატორის ჰაერის ნაკადის დატენიანების მოდულის გამოყენებით (ხელმძღვანელი - ასოცირებული პროფესორი მ. ჩხაიძე);
8.  ადრეული ჰოსპიტალური გართულებების პროფილაქტიკა კარდიოქირურგიული ჩარევების დროს, ძილის ქრონიკული მოშლის მქონე პაციენტებში - (ხელმძღვანელი - ასოცირებული პროფესორი მ. ჩხაიაძე);
9.  მიტრალური სარქვლის რეკონსტრუქცია სოლისბრი რეზექციით, ნეოქორდის გამოყენების გარეშე - (ხელმძღვანელი - ასოცირებული პროფესორი ნ. ხოდელი);
10.  ღვიძლის დიფუზური დაზიანებით და/ან მოცულობითი წარმონაქნით გამოწვეული ღვიძლის შეუქცევადი უკმარისობის მკურნალობისათვის (ექსპერიმენტული კვლევა) (ხელმძღვანელი - პროფესორი დ. კორძაია);
11.  კანის ავთვისებიანი სიმსივნეების ეპიდემიოლოგიური თავისებურებანი საქართველოში - (ხელმძღვანელები - პროფესორი გ. გალდავა და ასოცირებული პროფესორი თ. ქიტუაშვილი);
12.  სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების (სგგდ) ეპიდემიოლოგიის შესწავლა საქართველოში - (ხელმძღვანელები - პროფესორი გ. გალდავა და ასოცირებული პროფესორი თ. ქიტუაშვილი);
13.  რეირადიაციის როლი თავ-კისრის ბრტყელუჯრედოვანი სიმსივნეების მართვაში – (ხელმძღვანელები - პროფესორები თ. რუხაძე და ვ. კუჭავა);
14.  ცხოვრების ხარისხის შედარება მინითორაკოტომიის და სტერნოტომიის შემდეგ აორტოკორონარული შუნტირების დროს (ხელმძღვანელები - პროფესორი თ. შაბურიშვილი და ასოცირებული პროფესორი - პ. მაჭავარიანი);
15.  ენდომეტრიომების ქირურგიული მკურნალობის შემდეგ რეციდივების პროფილაქტიკის პრინციპები (ხელმძღვანელი - ასოცირებული პროფესორი ჯ. ქრისტესაშვილი);
16.  საკვერცხის ცისტების  კონსერვატული და ქირურგიული მკურნალობის გავლენა საკვერცხის ფოლიკულურ რეზერვზე (ხელმძღვანელი - ასოცირებული პროფესორი ჯ. ქრისტესაშვილი);
17.  ბრუქსიზმი - ბავშვთა და მოზრდილი მოსახლეობის პრევენციის და სტომატოლოგიური რეაბილიტაციის ოპტიმიზაცია (ხელმძღვანელი - პროფესორი მ. კალანდაძე);
18.   ენდოსალური იმპლანტაციის რისკები და გამოწვევები დიაბეტიან პაციენტებში (ხელმძღვანელი - ასოცირებული პროფესორი შ. ფარულავა, კონსულტანტი - პროფესორი ვ. მარგველაშვილი);
19.  საფეთქელ-ქვედაყბის სახსრის დისფუნქცია - ეპიდემიოლოგია, დიაგნოსტიკა, პრევენცია და მკურნალობის თანამედროვე პროტოკოლი (ასოცირებული პროფესორი - ნ. მანჯავიძე, კონსულტანტი - პროფესორი ვ. მარგველაშვილი);
20.  ტრავმული დაზიანებების ეპიდემიოლოგია  საქართველოში (ხელმძღვანელი - პროფესორი ნ. ჩიხლაძე)
21.  ბავშვთა ტრავმული დაზიანებების ეპიდემიოლოგია  საქართველოში (ხელმძღვანელი - პროფესორი ნ. ჩიხლაძე);
22.  აივ ინფექცია/შიდსის მაღალი რისკის ჯგუფებში (ნარკოტიკების ინიექციური მომხმარებელები, ჰომოსექსუალი მამაკაცები და კომერციული სექს მუშაკი ქალები) აივ ინფექციის გავრცელების ძირითადი რისკ ფაქტორები და პრევენციის გზები (ხელმძღვანელი - პროფესორი პ. იმნაძე);
23.  ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობის ორგანოების გავლენა მოსახლეობის ჯანმრთელობის სერვისებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის სქემაში - (ხელმძღვანელი - პროფესორი ნ. ყაზახაშვილი);

კონკურსში მონაწილეობის უფლების მქონე პირები
თსუ-ს დოქტორანტურაში სწავლის გაგრძელების უფლება აქვთ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირებს. მიღების წინაპირობები გათვალისწინებულია სადოქტორო პროგრამით  (ინფორმაცია სადოქტორო პროგრამების თაობაზე იხილეთ მედიცინის ფაკულტეტის ვებგვერდზე). 


•  საბუთების მიღება - 25 ივნისი - 2 ივლისი და 29 აგვისტო - 3 სექტემბერი;
•  გამოცდა ქართულ ენაში (მოეთხოვება დოქტორანტობის კანდიდატს, რომელსაც ქართულენოვან პროგრამაზე სურს სწავლა და მისი მშობლიური ენა არ არის ქართული) - 4 სექტემბერი;
•  გამოცდის შედეგების გამოცხადება - 5 სექტემბერი;
•  გამოცდის შედეგების გასაჩივრება - 6 სექტემბერი;
•  აპელაციის შედეგების გამოცხადება - 7 სექტემბერი;
•  გამოცდა უცხო ენაში - 5 სექტემბერი;
•  გამოცდის შედეგების გამოცხადება - 7 სექტემბერი;
•  გამოცდის შედეგების გასაჩივრება - 8 სექტემბერი;
•  აპელაციის შედეგების გამოცხადება - 10 სექტემბერი;
•  დარგობრივ კომისიასთან გასაუბრება - 11 - 13 სექტემბერი;

დოქტორანტობის კანდიდატთან გასაუბრების შედეგად ფასდება გამოცხადებულ კვლევითი პროექტების თემატიკის ღრმა და გაცნობიერებული ცოდნა, ამ მიმართულებით მუშაობის (მეცნიერული და პრაქტიკული) გამოცდილება, კვლევითი-უნარ-ჩვევების ფლობა, კერძოდ:

სამეცნიერო კვლევის ხედვა
ა. კარგად ესმის საკვლევი თემის მიზანი და ამოცანები
ბ. კარგად ესმის თემის კვლევის მეთოდიკა და მეთოდები 
გ. კარგად განსაზღვრავს კვლევის მოსალოდნელი შედეგების ღირებულებას

გამოცდილება
ა. აქვს სამეცნიერო მუშაობის გამოცდილება საკვლევი თემის სფეროში
ბ. აქვს პრაქტიკული მუშაობის გამოცდილება საკვლევი თემის სფეროში

ზოგადი უნარები
ა. სამეცნიერო / აკადემიური ხასიათის მოხსენები
ბ. სამეცნიერო ხასიათის პუბლიკაციები
გ. კვლევაში მონაწილეობის გამოცდილება

თითოეული პუნქტი ფასედება სამბალიანი სკალით (1- არადამაკმაყოფილებელი, 2 - საშუალო,  3 - კარგი). ქულების დაჯამების შედეგად მიიღება გასაუბრების შეფასების ქულა.
  
•  დარგობრივ კომისიასთან გასაუბრების შედეგები - 14 სექტემბერი;   
•  ხელშეკრულების გაფორმება დოქტორანტობის კანდიდატებთან  - 17 – 18 სექტემბერი 
•  საგანმანათლებლო ერთეულების მიერ სასწავლო  პროცესის მართვის დეპარტამენტისათვის დოქტორანტობის კანდიდატთა სიის წარდგენა - 19 სექტემბერი;
•  ჩარიცხვის ბრძანების პროექტის მომზადება - 20 სექტემბერი.

3.   ფაკულტეტების მიმღებ კომისიაში წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა: 
ა) განცხადება თსუ-ს რექტორის სახელზე;
ბ) განმცხადებლის ავტობიოგრაფია (CV);
გ) მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დიპლომის დანართის დამოწმებული ასლი (თსუ-ს კურსდამთავრებულისათვის უნივერსიტეტის შესაბამისი ფაკულტეტის მიერ, ხოლო სხვა შემთხვევაში - ნოტარიულად  დამოწმებული ასლი; 2018 წლის მაგისტრატურის კურსდამთავრებულთათვის - ცნობა ხარისხის მინიჭების თაობაზე);
დ) ერთსაფეხურიანი, ხუთწლიანი, უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მაგისტრის აკადემიურ ხარისხთან გათანაბრების დამადასტურებელი საბუთი (სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული);
ე) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
ვ) სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელის თანხმობა;
ზ) უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის/შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის პროექტის - "CERTUS"-ის ფარგლებში გაცემული სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
თ) ქართული ენის B 2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ი) უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
კ) წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი (ან სამხედრო ბილეთი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ლ) ფოტოსურათი (3X4) – ბეჭდური 2 ც. და ელექტრონული ვერსია CD-ზე;


საბუთების მიღება იწარმოებს  მედიცინის ფაკულტეტის დეკანატში 10:00-17:00 სთ. მისამართზე: ქ. თბილისი, ბელიაშვილის №78, ა. ნათიშვილის სახელობის მორფოლოგიის ინსტიტუტი, მე- 3 სართული, ოთახი N330 (კანცელარია). ტელ.: (+995 32)  2 91 31 25

Print

« იხ. ყველა სიახლე