თსუ მედიცინის ფაკულტეტის აცხადებს კონკურსს 3 ადგილზე ერაზმუსის პროექტის ფარგლებში ჩუკუროვას უნივერსიტეტის (თურქეთის რესპუბლიკა) საუნივერსიტეტო საავადმყოფოში სტაჟირების გავლასთან დაკავშირებით (2019/2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში).
ინგლისური ენის მოქმედი საერთაშორისო სერტიფიკატების არქონის შემთხვევაში (აღებული უკანასკნელი 2 წლის მანძილზე, B2 დონე), სტუდენტები უნდა დარეგისტრირდნენ ინგლისური ენის ინსტიტუციურ სავალდებულო ტესტირებაზე ელექტრონულ სარეგისტრაციო სისტემაში mobility.tsu.ge.
ელექტრონულ სისტემაში რეგისტრაცია შესაძლებელი იქნება 2019 წლის 3 სექტემბრიდან 26 სექტემბრის 18 საათის ჩათვლით.
ტესტირება გაიმართება 2019 წლის 1 ოქტომბერს 10:00-ზე საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკაში (უნივერსიტეტის ქ. №11).