2016-12-16
ცხადდება მიღება რეზიდენტურაში!
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას რეზიდენტურის
ალტერნატიულ დიპლომისშემდგომ (პროფესიული მზადება) საგანმანათლებლო
პროგრამებზე
ინფექციური სნეულებები - 2 ადგილირეპროდუქტოლოგია - 1 ადგილი
ლაბორატორული მედიცინა - 8 ადგილი
თერაპიული სტომატოლოგია - 2 ადგილი
ორთოპედიული სტომატოლოგია - 3 ადგილი
რეზიდენტურაში მიღებასთან დაკავშირებით დადგენილია შემდეგი ვადები:
საბუთების მიღება - 15 დეკემბერი - 23 დეკემბერი
გასაუბრება – 26 დეკემბერი
შედეგების გამოცხადება - 28 დეკემბერი
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ თსუ მედიცინის ფაკულტეტს
(ბელიაშვილის 78, მედიცინის ფაკულტეტის დეკანატი, ოთახიN323 ).
კონკურსში მონაწილეობის მსურველმა პირმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:
ა) განცხადება რეზიდენტურის ალტერნატიულ დიპლომისშემდგომ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩაირცხვის შესახებ (თანდართული ფორმის მიხედვით);
ბ) ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების შედეგად მინიჭებული სპეციალობის მაძიებლის დამადასტურებელი მოწმობა ან/და შესაბამისი ცნობა;
გ) უმაღლესი სამედიცინო განათლების დამადასტურებელი საბუთი (დიპლომის ნოტარიულად დამოწმებული ასლი);
დ) ავტობიოგრაფია (CV);
ე) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
ვ) ფერადი ფოტოსურათი ზომით 3X4.
არასრულად წარმოდგენილი საბუთების შემთხვევაში მაძიებლის განცხადება განხილვას არ დაექვემდებარება!
« იხ. ყველა სიახლე