2017-03-21
ლატვიის სახელმწიფო განათლების განვითარების სააგენტოს სტიპენდიები
ლატვია-საქართველოს ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე, 2017-2018 აკადემიური
წლისთვის ლატვიის სახელმწიფო განათლების განვითარების სააგენტოს მიერ
ქართველი სტუდენტების,მკვლევარებისა და აკადემიური პერსონალისთვის
შეთავაზებული სტიპენდიების შესახებ.
სასტიპენდიო პროგრამაზე მიიღება იმ სტუდენტთა აპლიკაციები, რომლებმაც წარმატებით დაასრულეს სწავლების ერთი აკადემიური წელი. ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისთვის სტიპენდია შეადგენს ყოველთვიურად 500 ევროს, ხოლო დოქტურანტურის სტუდენტებისთვის- 670 ევროს.
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და კვლევითი ინსტიტუტების აკადემიური და სამეცნიერო პერსონალისთვის სასტიპენდიო პროგრამა გრძელდება 5 თვე. განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2017 წლის 1 აპრილი
ლატვიის მხარის მიერ შემოთავაზებული სასტიპენდიო პროგრამა მოიცავს, ასევე,საზაფხულო სკოლასაც (Summer school), სადაც მონაწილეობის მიღება შეუძლიათ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებს და აკადემიურ პერსონალს.
განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2017 წლის 4 მაისი. საზაფხულო პროგრამის განმავლობაში დაფინანსება შეადგენს 711 ევროს. დაფინანსების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს ლატვიის სახელმწიფო განათლების განვითარების სააგენტოს შეფასების კომიტეტი. სტიპენდიის მოსაპოვებლად აპლიკაციის შევსება შესაძლებელია შემდეგ ვებ-გვერდზე:www.viaa.gov.Iv/scholarships.
დამატებითი ინფორმაციისათვის იხ. თანდართული ფაილი

« იხ. ყველა სიახლე