ბეჭდვა |/ დახურვა
 
2018-01-16

ცხადდება მიღება რეზიდენტურაში

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას რეზიდენტურის ალტერნატიულ დიპლომისშემდგომ (პროფესიული მზადება) საგანმანათლებლო პროგრამაზე (რექტორის  ბრძანება №:06/01-01)

უროლოგია - 4 ადგილი;
ლაბორატორული მედიცინა - 2 ადგილი;
ორთოპედიული სტომატოლოგია - 1 ადგილი;
პალიატიური მედიცინა - 8 ადგილი.



რეზიდენტურაში მიღებასთან დაკავშირებით დადგენილია შემდეგი ვადები:
საბუთების მიღება -    2018  წლის 15-25 იანვარი
გასაუბრება –   2018  წლის 29 იანვარი
შედეგების გამოცხადება -  2018 წლის 30 იანვარი

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ თსუ მედიცინის ფაკულტეტს 
(ბელიაშვილის 78, მედიცინის ფაკულტეტის დეკანატი, ოთახიN330 ).

კონკურსში მონაწილეობის მსურველმა პირმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები

ა) განცხადება  რეზიდენტურის ალტერნატიულ დიპლომისშემდგომ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩაირცხვის შესახებ (თანდართული ფორმის მიხედვით);
 ბ) ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების შედეგად მინიჭებული სპეციალობის მაძიებლის დამადასტურებელი მოწმობა ან/და შესაბამისი ცნობა;
გ) უმაღლესი სამედიცინო განათლების დამადასტურებელი საბუთი (დიპლომის ნოტარიულად დამოწმებული ასლი);
დ) ავტობიოგრაფია (CV);
ე) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
 ვ) ფერადი ფოტოსურათი ზომით 3X4.

არასრულად წარმოდგენილი საბუთების შემთხვევაში მაძიებლის განცხადება განხილვას არ დაექვემდებარება!
Print

« იხ. ყველა სიახლე