2018-09-06

მაგისტრანტობის კანდიდატთა საყურადღებოდ!

ინფორმაცია კონკურსანტთათვის!
უცხო ენის გამოცდის შედეგების გამოცხადება –  6 სექტემბერი;
უცხო ენის გამოცდის შედეგების გასაჩივრება –  7 სექტემბერი (თსუ, I კორპუსი, კანცელარია, ოთახი #114);
აპელაცია შედგება –  10 სექტემბერს (თსუ, ბიბლიოთეკის შენობა, უნივერსიტეტის ქ.№11 (მაღლივი) 12.00 სთ–ზე);
აპელაციის შედეგების გამოცხადება –  10 სექტემბერი;

  გამოცდა სპეციალობაში ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის შემდეგი პროგრამებისთვის:მასწავლებელთა განათლება, განათლების ფსიქოლოგია და კვლევა, იურიდიული ფსიქოლოგია,  სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის შემდეგი პროგრამებისთვის: დიპლომატია და საერთაშორისო პოლიტიკა, საზოგადოებრივი გეოგრაფია, მასობრივი კომუნიკაციის  და მედიის კვლევა, კულტურის და მედიის სოციოლოგია, სახელმწიფო მართვა და საჯარო პოლიტიკა, გენდერის კვლევა,  ეკონომიკისა და ბიზნესის, მედიცინის და იურიდიული ფაკულტეტებისათვის ჩატარდება  7 სექტემბერს 9.00 სთ–ზე, ხოლო,  სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტების დანარჩენი პროგრამებისთვის, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტებისა და სამაგისტრო პროგრამისთვის „მიგრაციის მართვა“ ჩატარდება  7 სექტემბერს 14.30 სთ–ზე თსუ, ბიბლიოთეკის შენობა, უნივერსიტეტის ქ.№11 (მაღლივი);

გამოცდის შედეგების გამოცხადება –  11 სექტემბერი
გამოცდის შედეგების გასაჩივრება –  12 სექტემბერი  (თსუ, I კორპუსი, კანცელარია); 
აპელაცია შედგება –  13  სექტემბერი (თსუ, ბიბლიოთეკის შენობა, უნივერსიტეტის ქ.№11 (მაღლივი), 11.00 სთ–ზე)
აპელაციის შედეგების გამოცხადება –  13 სექტემბერი.
ხელშეკრულების გაფორმება მაგისტრანტობის კანდიდატებთან -  14-17 სექტემბერი.
Print

« იხ. ყველა სიახლე