ბეჭდვა |/ დახურვა
 
2019-01-16

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის ერთსაფეხურიან საგანმანათლებლო პროგრამაზე „მედიცინა(ინგლისურენოვანი)“ 2018-2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ჩარიცხული სტუდენტებისათვის 2018-2019 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის ერთსაფეხურიან საგანმანათლებლო პროგრამაზე „მედიცინა(ინგლისურენოვანი)“ 2018-2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ჩარიცხული სტუდენტებისათვის 2018-2019 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, 61-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტებისა, მე-9 პუნქტისა და მედიცინის ფაკულტეტის დეკანის 2019 წლის 10 იანვრის N246/32 წერილის საფუძველზე,

ვბრძანებ:


1. განისაზღვროს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  მედიცინის      ფაკულტეტის      ერთსაფეხურიან      საგანმანათლებლო პროგრამაზე „მედიცინა (ინგლისურენოვანი)“ 2018-2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ჩარიცხული სტუდენტებისათვის 2018-2019 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სასწავლო პროცესის ვადები შემდეგი სახით:

ა)  ადმინისტრაციული რეგისტრაცია - 14 - 25 მარტი;
ბ)  აკადემიური რეგისტრაცია - 18 - 25 მარტი;
გ)  სააუდიტორიო მეცადინეობები - 25 მარტი -  6 ივლისი;
დ) საგამოცდო პერიოდი -კურაციული სისტემით (დასკვნითი გამოცდები), დამატებითი გამოცდები -8-26 ივლისი;
ე) არდადეგები - 27 ივლისი - 15 სექტემბერი;

2.  ბრძანების    უნივერსიტეტის    ოფიციალურ    ვებგვერდზე    განთავსება    დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
3.  დაევალოს კანცელარიას, ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს;
4.  ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.






რექტორი                                  გიორგი შარვაშიძე 
Print

« იხ. ყველა სიახლე