2017-04-03
ყურადღება! კონკურსი ცხადდება ინ სტუდენტებისათვის, ვისაც გავლილი აქვს სასწავლო კურსი ,,ლაბორატორიული მედიცინა“.
ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტო (AUF) სთავაზობს თსუ მედიცინის
ფაკულტეტის სტუდენტებს ერთ თვიან სტაჟირებას დიაგნოსტიკურ ცენტრში
«იონი-კახეთი» გურჯაანში. სტუდენტებს ეყოლებათ ტუტორი.
ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტო (AUF) დაინტერესებულ სტუდენტებს
გადაუხდის სტიპენდიას 100 ევროს ოდენობით და უზრუნველყოფს მათ საცხოვრებელს
ადგილობრივ ოჯახში. სულ დაფინანსდება 3 სტუდენტი.
გთხოვთ, დაინტერესებულმა სტუდენტებმა განცხადება სტაჟირების გავლასთან
დაკავშირებით წარადგინეთ თსუ მედიცინის ფაკულტეტის კანცელარიაში.
განცხადებები მიიღება 31 მარტიდან 13 აპრილის ჩათვლით.
კონკურსის შემთხვევაში გათვალისწინებული იქნება სტუდენტის აკადემიური მიღწევები.
« იხ. ყველა სიახლე