2010-12-17

ფონდ "ივერიის" პრეზიდენტის წერილი ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ეკლესიის მშენებლობის შესახებ

ქალაქ თბილისში, მახათას მთაზე იწყება ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის მშენებლობა.

მისმა უწმინდესობამ 2010 წლის 24 მაისს ფონდ "იავნანას" აქციაზე სრულიად საქართველოს მოუწოდა მშენებლობისაკენ და აღნიშნა, რომ ეს არის მეტად მნიშვნელოვანი მოვლენა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში და ამ იდეის გარშემო გაერთიანებით ქართველი ხალხი შექმნის საკუთარ მეორე ავტოპორტრეტს, სამების საკათედრო ტაძრის შემდეგ.

საქართველოს პატრიარქმა მოიწონა ფონდის ინიციატივა მშენებლობის დაფინანსების საქმის შესახებ და მისცა კურთხევა ყველას თანასწორი წვლილის შეტანით, აშენდეს ეს უდიდესი სულიერი სავანე. სქემა ყველა ადამიანს მისცემს ტაძრის მშენებლობაში თანაბარი მონაწილეობის საშუალებას და ეს მონაწილეობა იქნება ყოველთვიურად გაღებული 1 ლარი.

დაწვრილებითი ცნობების მისაღებად მიმართეთ იურიდიულ დეპარტამენტს ტელეფონის ნომერზე
822 22 23 92
Print

« იხ. ყველა სიახლე