ბეჭდვა |/ დახურვა
 
2011-01-31

მაცუმის (იაპონია) საერთაშორისო ფონდის სტიპენდიების პროგრამა 2012

მაცუმის (იაპონია) საერთაშორისო ფონდის სტიპენდიების პროგრამა 2012

მაცუმის საერთაშორისო ფონდმა (The Matsumae International Foundation) გამოაცხადა სტიპენდიების პროგრამა 2012 წლისათვის.

სტიპენდია საშუალებას აძლევს მკლევარებს განახორციელონ კვლევა იაპონიაში მათ მიერ შერჩეულ დაწესებულებაში: უნივერსიტეტების კვლევით ლაბორატორიებში, ეროვნულ კვლევით დაწესებულებებში, ასევე კერძო დაწესებულებებში, 3-დან 6 თვის განმავლობაში. ამ მიზნით ფონდმა სულ 20 სტიპენდია გამოყო.

სტიპენდიები განკუთვნილია პირებისათვის, რომლებიც არ არიან იაპონიის მოქალაქეები და აკმაყოფილებენ შემდეგ კრიტერიუმებს:

პრიორიტეტული სფეროები კვლევის საწარმოებლად: საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, საინჟინერო საქმე და მედიცინა.

დეტალური ინფორმაცია სტიპენდიის პირობების, ოდენობის, წარსადგენი დოკუმენტაციის, კრიტერიუმების შესახებ, სააპლიკაციო ფორმა იხილეთ საიტზე www.mars.dti.ne.jp  ასევე მოცემულია დანართში.

დაინტერესებულმა პირებმა საჭირო დოკუმენტაცია უნდა გადააგზავნონ ფონდში არაუგვიანეს 2011 წლის 31 აგვისტოსი.

ასევე ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ვებ-გვერდზე

http://www.mes.gov.ge/content.php?id=1751&lang=geo

Print

« იხ. ყველა სიახლე