2016-06-14

სტუდენტთა 76-ე საუნივერსიტეტო სამეცნერო კონფერენცია

,,სტუდენტთა და ახალგაზრდა მეცნიერთა საზოგადოების ორგანიზებით ტარდება ივანე ჯავახიშვილის დაბადებიდან 140 წლის იუბილესადმი მიძღვნილი უნივერსიტეტის სტუდენტთა 76-ე საუნივერსიტეტო სამეცნერო კონფერენცია.

რეგისტრაციისას საჭიროა მონაწილეობის მსურველებმა ელექტრონული სახით წარმოადგინოთ:
პირადი ინფორმაცია (სახელი, გვარი, ფაკულტეტი,მიმართულება, სემესტრი);

საკვლევი თემის სათაური და თეზისი. თეზისი უნდა გადმოაგზავნოთ 20 ივნისამდე. ( A-4 ფორმატი, Microsoft Word, შრიფტი- Sylfine შრიფტის ზომა- 10); 

მეცნ/ხელმძღვანელის სახელი და გვარი, აკადემიური თანამდებობა და სამეცნიერო ხარისხი;
აღნიშნული ინფორმაცია გადმოაგზავნეთ მითითებულ ელ.ფოსტის მისამართზე: samecniero_konferencia@yahoo.com
მთლიანი ნაშრომი უნდა წარმოადგინოთ კონფერენციაზე. ნაშრომის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 20 გვერდს და 10 გვერდზე ნაკლები არ უნდა იყოს.
პრეზენტაცია უნდა გაკეთდეს  Power Point-ში.

კონფერენციაში გამარჯვებული სტუდენტების დაჯილდოვება მოხდება
უნივერსიტეტის მიერ დაწესებული სიგელებით თითოეული საგანმანათლებლო საფეხურისა (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა-დოქტორანტურა) და დაკავებული I, II, III ადგილების შესაბამისად.

პროფესორ/მასწავლებელი, რომლის ხელმძღვანელობითაც აღნიშნულ
კონფერენციაში მონაწილე ორმა ან მეტმა სტუდენტმა მოიპოვა გამარჯვება, სამეცნიერო საქმიანობით სტუდენტების დაინტერესებაში მიღწეული წარმატებისთვის დაჯილდოვდება საპატიო სიგელით.

კონფერენციაში გამარჯვებულ მონაწილეთა ნაშრომები დაიბეჭდება თსუ სტუდენტთა სამეცნიერო შრომების კრებულში
Print

« იხ. ყველა სიახლე